ლაგოდეხში ავარიაში ქალი დაშავდა

ლაგოდეხში ავარიაში ქალი დაშავდაახალგაზრდა ქალი დაშავდა მძიმედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

შემთხვევა სოფელ შრომაში 28 დეკემბერს მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ავტომანქანას მართავდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებული თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

პრაიმ ტაიმი