ავტოკატასტროფა ლვოვში – მძიმედ დაშავდა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი. ავტოავარია კიევი-ჩოპის გზატკეცილზე 8 ოქტომბერს მოხდა. რა დროსაც ერთმანეთს ჰიუნდაისა და აუდის ტიპის ავტომობილები შეეჯახნენ. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ლვოვის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველო ადასტურებს. უკრაინული მედიის თანახმად, შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი ქალი, ორი მოქალაქე კი დაშავდა. ეკა ტყეშელაშვილის უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული პროექტის ხელმძღვანელია.
კატეგორია: შემთხვევა
თბილისში ექიმ ხუტა პაჭკორიას ეძებენ
თბილისში ექიმ ხუტა პაჭკორიას ეძებენ. როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ის სახლიდან 2 ოქტომბერს, დილით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში წერს: „მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ, გააზიაროთ მაქსიმალურად.დღეს დილით სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა დედაჩემის ძმა დამსახურებული ექიმ-გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია. წინასწარ გიხდით მადლობას, დაუკავშირდით ლელას, მადლობა. 598 41-63-45 ან 593 20-67-87″.
სამი ავარია ავტობანზე
გრიგოლეთში ზღვამ ცხედარი გამორიყა
ხანძარი არქივის ეზოში ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა – ხანძარი ლოკალიზებულია
ვაჟა-ფშაველას გამზირზე, შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მათივე ცნობით, ხანძარი არქივის ეზოში ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ამასთან, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შესულა.
კაპროვანთან, ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო
მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე იმყოფებიან
რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროის მონაცემებით, მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე არიან. შემთხვევის ადგილზე პოლიციის 2 ვერტმფრენით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები გაემგზავრნენ. რაჭაში მეწყერი ცოტა ხნის წინ ჩამოწვა, შემთხვევა სასტუმრო “სანსეტ შოვის” მიმდებარედ მოხდა. დაზიანებულია გზა. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა […]
რაჭაში მეწყერში 16 ადამიანი მოჰყვა, მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ
რაჭაში, შოვში, წინასწარი ინფორმაციით, მწყერში 16 ადამიანია მოყოლილი და მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. როგორც „საქართველოს ამბებს“ ადგილობრივებმა უთხრეს, მეწყერში მოყოლილებს შორის 6 ბავშვია. „საქართველოს ამბები“ შოვში მყოფ რამდენიმე ადამიანს ტელეფონით ესაუბრა. მათი თქმით, ვითარება ძალიან მძიმეა. ადგილობრივების ინფორმაციით, მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა. შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც […]
თბილისი ენერჯი – გლდანში ავარიის დროს გაზის მილი დაზიანდა, აფეთქების საშიშროება იყო
გლდანში მომხდარი ავარია – თბილისი ენერჯის ინფორმაციით, გლდანში დატრიალებული ტრაგედიის დროს გაზის მილი დაზიანდა და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახლა უსაფრთხოება სრულად დაცულია. „გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია”, – წერია განცხადებაში. გლდანში მანქანა ქვეითს დაეჯახა, […]
გლდანში მანქანა ქვეითად მოსიარულე ორსულ ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
გლდანში ქვეითად მოსიარულე ოსსულ ქალს მანქანა დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს. არსებული ცნობით, ადგილზე მანქანა გაზის მილებში შევარდა. „გლდანში ზედა კარფურთან ქალს დაეჯახა მანქანა და დაიღუპა ადგილზე, მერე გაზის მილებში შევარდა ეს მანქანა და გაზი ჟონავს ახლა. საშინელება ხდება”, – წერს დემბო ლომიძე.