კატეგორია: შემთხვევა

ვინ არის კაცი, რომელიც მეწყერმა მოიყოლა

ვინ არის კაცი, რომელიც მეწყერმა მოიყოლა

ხარაგაულში, სოფელ მარელისში რკინიგზის სადგურზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ადგილზე ადამიანს ეძებენ, რომელიც მეწყერშია მოყოლილი, ის 72 წლის მამაკაცია, რომელიც დარაჯად მუშაობდა. ადგილობრივები „კურიერთან“ საუბრის დროს ამბობენ, რომ იმ დროისთვის, როდესაც მეწყერი ჩამოწვა, სამუშაოები უკვე დასრულებული იყო. „სამუშაო საათები დამთავრებული იყო და გასული უნდა ყოფილიყო. მამაკაცია მგონი. ადგილობრივი, ყარაულად მუშაობდა. საქონელი ამოდიოდა […]

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილი დაიწვა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილი დაიწვა. შემთხვევის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე საათის  განმავლობაში შეფერხებული იყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, დაწყებულია გამოძიება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ვაკეში ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

ვაკეში ორი ავტობუსი  ერთმანეთს შეეჯახა

ფეისბუქჯგუფი „ჩემი ქალაქი მკლავს“ სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ვაკეში ორი ავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია“.

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 26 წლის ბიჭი გარდაიცვალა

რუსთავში, დედას და ორ მცირეწლოვან ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

 თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 26 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი შოთო სიხარულიძე წერს. მისი თქმით, მომხდარზე მას შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია, რაც გარდაცვლილის ემიგრანტმა დედამ ყველაფერი შეიტყო. ცნობილია, რომ ბიჭის ცხედარს 22 ივნისს მშობლიურ ქალაქში, კასპში გადაასვენებენ.

მცხეთასთან ავტომობილი აფეთქდა, ერთი ადამიანი დაიღუპა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

მცხეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კედელს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომობილი აფეთქდა და ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ცნობით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

 ოზურგეთში ქალი ჭაში ჩავარდა და დაიღუპა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

ოზურგეთის მუნიციპალტიტეტის სოფელ შემოქმედში 80 წლამდე ასაკის ქალი ჭაში ჩავარდა და დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გასულ საღამოს მოხდა, როდესაც ქალი შინაურ ფრინველებს ეძებდა, გზად კი ჭაში ჩავარდა. ოჯახმა ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვა.

15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდა გარდაიცვალა

თბილისში ნიკოლაძეზე ტაქსიში ორმა პირმა ერთმანეთი დაჭრა

15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში მე-15 სართულიდან გადმოვარდა გარდაიცვალა. ინფორმაცია ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში ადასტურებენ. შემთხვევა ბათუმში გუშინ, 11 ივნისს მოხდა.

ჩვილი რეანიმობილში დაიღუპა – ხობში ავარია მსხვერპლით დასრულდა

რუსთავში, დედას და ორ მცირეწლოვან ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ შუა ქვალონში დღის საათებში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები იმერეთიდან, კერძოდ კი ბაღდათის რაიონიდან იყვნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ ხობის რაიონში. ავტოსაგზაო შემთხვევას 1 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ჩვილი რეანიმობილში გზაში დაიღუპა, როდესაც ის ქუთაისში გადაჰყავდათ. ცნობისთვის, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი პირი: ავტომობილის მძღოლი, […]

იმერეთში სასწრაფოს მანქანა ხეებს შეეჭახა და ცეცხლი გაუჩნდა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაღდათში. სოფელ დიმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხეებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო, სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.