სვანეთში, მწვერვალ უშბაზე ლაშქრობისას მოლდოვიდან ალპინისტი მამა-შვილი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაკარგულების ოჯახის წევრმა გალინა კულიკოვამ ფეისბუქში დაწერა. ქალის თქმით, ბოლოჯერ ქმარ-შვილს 28 აგვისტოს 15:58 საათზე დაუკავშირდა. „გვჭირდება დახმარება. ბოლოს მომწერეს, რომ კარგად იყვნენ, მას შემდეგ ისინი კავშირზე აღარ გამოსულან”, – აცხადებს დაკარგულების ოჯახის წევრი. დაკარგული ტურისტების ძებნის ოპერაციაში ადგილობრივი მაშველები უკვე ჩაერთნენ. რაც შეეხება […]
კატეგორია: შემთხვევა
მეტრო 300 არაგველთან სასწრაფო ამოტრიალდა
თბილისში, 300 არაგველის მეტროსთან სასწრაფოს მანქანა, რომელსაც 80 წლის კოვიდინფიცირებული კლინიკაში გადაყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად პაციენტი და სასწრაფოს ჯგუფის ორი წევრი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ფორმულა
თბილისი-ვენის ბორტი კატასტროფას გადაურჩა – ის თბილისის აეროპორტში ავარიულად დაჯდა
საგანგებო მდგომარეობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – რეისი 681, რომელიც თბილისიდან ვენაში მიემგზავრებოდა, ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ის ორი საათის განმავლობაში საქართველოს საავიაციო სივრცეში წრეზე დაფრინავდა და დაჯდომას ვერ ახერხებდა. თვითმფრინავი „აირზენას“ ეკუთვნის. მისი გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას განცხადებით, აფრენისას შასი არ დაიხურა. პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 6 ტონა საავიაციო ნავთი დაეხარჯა და შემდეგ დამჯდარიყო უსაფრთხოდ. ამ […]
ქობულეთში მდინარეში მამაკაცი დაიხრჩო
ქობულეთში, მდინარეში კაცი დაიხრჩო. ცხედარი 4 სექტემბერს დილით იპოვეს მაშველებმა. გარდაცვლილი დაახლოებით 70 წლის კაცია, ის სოფელ ალამბარში ცხოვრობდა. „ბათუმელებს“ ადგილობრივებმა უთხრეს, რომ კაცი საღამოს საქონლის მოსაძებნად წავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ცხედარი მაშველებმა მდინარე აჭყვაში იპოვე სოფელ გვარასთან. ეს სოფელი ქალაქ ქობულეთთან ახლოს მდებარეობს. 3 სექტემბერს, ქობულეთში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე სოფელი დაიმეწყრა, იყო […]
ლაგოდეხთან ფოლკსვაგენი არხში გადავარდა
სართიჭალაში ტრაილერი ტოიოტას შეასკდა – არის მსხვერპლი
საზარელი ავარია მოხდა სართიჭალაში – ერთმანეთს ტრაილერი და “ტოიოტას” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც. ამ წუთებში ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული, რომელიც დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევს. რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 […]
ყაზბეგში მყინვარწვერზე ზვავი ჩამოწვა
ყაზბეგში, მყინვარწვერზე ყინულის ფერდი ჩამოიშალა. შემთხვევა იმ ადგილზე მოხდა, სადაც მთამსვლელების ჯგუფი გადაადგილდებოდა. შემთხვევის შედეგად, 5 მთამსვლელი ზვავმა მოიყოლა, მათგან 2 უვნებლად ამოიყვანეს, 3 კი სხვადასხვა სახის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულები პოლონეთის და უკრაინის მოქალაქეები არიან. 5 დაშავებული ტურისტიდან ახლა ყაზბეგის სამედიცინო ცენტრში მხოლოდ 1 უკრაინელი ტურისტი იმყოფება. ექიმის ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრში შეყვანისთანავე მას აღენიშნებოდა […]
“ვერ ვიჯერებ, სიკვდილისთვის ჩამოხვედი?“ – თორნიკე ფიფიას ანაკლიაში ზღვაში გული გაუჩერდა
29 აგვისტოს მამაკაცი ანაკლიაში ზღვაში შესვლის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვლილი 66 წლის თორნიკე ფიფიაა. თორნიკე ფიფია ოჯახთან ერთად მოსკოვიდან იყო ჩამოსული და ანაკლიაში ისვენებდა. მამაკაცს წყალში შესვლის შემდეგ გული გაუჩერდა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. „ჩემი უსაყვარლესი ბიძია, ღმერთმა ნათელში გამყოფოს. ვერ ვიჯერებ, სიკვდილისთვის ჩამოხვედი?“ – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი სალომე ფაცაცია. თორნიკე ფიფია 3 სექტემბერს გეგმავდა […]
სკუტერი ზღვიდან ამოჰყავდა და დენმა დაარტყა – შეკვეთილში ლადო გოგუა გარდაიცვალა
ტრაგიკული შემთხვევა მოხდა შეკვეთილში. 22 წლის ლადო გოგუას, რომელიც შეკვეთილში დასასვენებლად იმყოფებოდა, ზღვაში სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა. ამის შედეგად ლადო გოგუა გარდაიცვალა. მას რამდენიმე პირთან ერთად სკუტერი სპეციალური ელექტრომოწყობილობით ზღვიდან ამოჰყავდა, როდესაც წყალში მყოფ ახალგაზრდას დენმა დაარტყა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. რუსთავი 2
ასპინძელი ბექა ლონდარიძე უკანასკნელ გზაზე ბაიკებით გააცილეს
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ბექა ლონდარიძე გუშინ, 29 აგვისტოს, დაკრძალეს. მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა ის უკანასკნელ გზაზე ბაიკებით გააცილეს. 27 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასპინძელი ძმებიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. შემთხვევა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მოხდა. როგორც ახლობლები ჰყვებიან, ძმები მოტოციკლით მიდიოდნენ, როდესაც მათ ავტომობილი დაეჯახა. ბაიკზე დამაგრებულმა გოუ პრომ ასპინძელი ძმების – […]










