ბმვ ბეტონს შეასკდა, მძღოლი დაიღუპა – ავარია ფოთის გზაზე

ფოთი-გრიგოლეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ბმვ-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

იპნ