კატეგორია: შემთხვევა

მანქანა გოდერძის უღელტეხილთან ხევში გადავარდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

დღეს, 22 მაისს, ხულო-ზარზმის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გოდერძის უღელტეხილთან ხევში გადავარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. ამ ეტაპზე მათ გამოკვლევები უტარდებათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაშავებულები და გარდაცვლილი სოფელ ლელოვნიდან არიან. სამხრეთის კარიბჭე

კასპში მწყემსი მდინარემ გაიტაცა

კასპში მწყემსი მდინარემ გაიტაცა

მდინარე მტკვარში 60 წლის მამაკაცს ეძებენ. უბედური შემთხვევა გუშინ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მოხდა. მამაკაცი, რომელიც საქონელს მწყემსავდა, გასაგრილებლად მდინარეში შევიდა და წყალმა გაიტაცა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. ოპერაციაში ჩართული არიან მყვინთავები და სპეცტექნიკა. რუსთავი 2

თბილისში ინფექციურთან 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 4 ადამიანი დაშავდა

თბილისში ინფექციურთან 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - 4 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, დაშავებულია 4 ადამიანი. ავარიის შედეგად 1 მანქანა აალდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ადგილზე ამ დროისთვის საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

“უცბად გულის ტკივილი იგრძნო” – კახეთში 17 წლის ბიჭი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა

"უცბად გულის ტკივილი იგრძნო" - კახეთში 17 წლის ბიჭი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა კახეთში – ფეხბურთის თამაშის დროს 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის სტადიონზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდმა გულის არეში ტკივილი იგრძნო, რის შემდეგაც თანატოლებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაცვლილი შეიყვანეს, მედიკოსების მიერ ჩატარებული სამედიცინო დახმარება უშედეგო აღმოჩნდა. მთავარი

ხანძარი თემქაზე – ავტოგასამართი იწვის – ვიდეო

ხანძარი თემქაზე - ავტოგასამართი იწვის - ვიდეო

თემქაზე, ზღვის უბნის დასახლებაში ავტოგასამართ სადგურში გაჩნდა ხანძარი ამ წუთისთვის ხანძრის ჩაქრობას 5 სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეებს ქარიც უშლის ხელს.

რუსთავში ბოლო ზარში მონაწილე მანქანა ავარიაში მოჰყვა

რუსთავში ბოლო ზარში მონაწილე მანქანა ავარიაში მოჰყვა

რუსთავში, ქუთაისის ქუჩაზე, “ბოლო ზარში” მონაწილე ავტომობილი ავარიაში მოხვდა. ერთმანეთს “ფორდისა” და “ლექსუსის” მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, “ფორდის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც კურსდამთავრებულია, ყოფილ კლასელებს მიაკითხა, როდესაც  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე შეჯახება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბათუმში კოლიზეუმთან 4 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს

ბათუმში კოლიზეუმთან 4 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს

19 მაისს ღამე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. სასტუმრო კოლიზეუმთან ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილი ბორდიურზე ავარდა და ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. 5 დაშავებული საავადნყოფოში გადაიყვანეს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

გლდანში ხანძარი გაჩნდა

ფეიქრების ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.

“ხანძრის დროს გაზის მილზე ფეხი დაუცურდა და ქვევით ჩავარდა” – პეკინზე ხათუნა ალანია დაიღუპა

"ხანძრის დროს გაზის მილზე ფეხი დაუცურდა და ქვევით ჩავარდა" - პეკინზე ხათუნა ალანია დაიღუპა

პეკინის გამზირზე, საერთო საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრისას გარდაცვლილი ხათუნა (თამარ) ალანია წარმოშობით ხობის სოფელ ზემო ქვალონშიდანაა. აღნიშნულ ინფორმაციას სოფელ ზემო ქვალონის მერის წარმომადგენელი ლევან ალანია ადასტურებს. „მშობლები გარდაცვლილი ჰყავს ხათუნას, მისი ნათლობის სახელია თამარი. დიდი ხანია იგი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, იქ მუშაობდა. აქ სოფელში მამისეულ სახლში ორი ძმა, რძალი და ძმისშვილი ცხოვრობს. ტელევიზიით გავიგეთ, რაც მოხდა“, – ამბობს […]

თბილისში პეკინზე საერთო საცხოვრებელს ხანძარი გაუჩნდა – მე-5 სართულიდან ქალი გადავარდა და დაიღუპა

თბილისში პეკინზე საერთო საცხოვრებელს ხანძარი გაუჩნდა - მე-5 სართულიდან ქალი გადავარდა და დაიღუპა

დღეს დილას თბილისში, პეკინის ქუჩაზე, პეკინზე საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. იმ კორპუსის მე-5 სართულიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, ახალგაზრდა ქალი გადავარდა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ცეცხლი კორპუსის იმ ნაწილში არ იყო გავრცელებული, სადაც აღნიშნული ქალი იმყოფებოდა. უშუალოდ ხანძრის შედეგად ადგილზე არავინ დაშავებულა. გამოძიება დაადგენს, ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან გადახტა, თუ შემთხვევით გადავარდა. […]