კასპში მწყემსი მდინარემ გაიტაცა

კასპში მწყემსი მდინარემ გაიტაცამდინარე მტკვარში 60 წლის მამაკაცს ეძებენ. უბედური შემთხვევა გუშინ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მოხდა.

მამაკაცი, რომელიც საქონელს მწყემსავდა, გასაგრილებლად მდინარეში შევიდა და წყალმა გაიტაცა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. ოპერაციაში ჩართული არიან მყვინთავები და სპეცტექნიკა.

რუსთავი 2