კატეგორია: შემთხვევა

აფეთქება ლილოს დასახლებაში – გარდაცვლილია 65 წლამდე ასაკის ქალი

აფეთქება ლილოს დასახლებაში -  გარდაცვლილია 65 წლამდე ასაკის ქალი

ლილოს დასახლებაში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. “მთავარის” ინფორმაციით, გარდაცვლილია 65 წლამდე ასაკის ქალი, რომელმაც შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო. აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურის მობილიზებული.

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა – მაკარაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - მაკარაძის ოჯახი  დახმარებას ითხოვს

პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა 2 აპრილს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ორივე ახალგაზრდა საზღვარგარეთ, სამუშაოდ იყო წასული. გარდაცვლილი მაკარაძის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს.

ქუთაისში 21 წლის ბიჭი ავარიას ემსხვერპლა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისში 21 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. რუსთავი 2

ისნის მეტროში მამაკაცი გარდაიცვალა

ისნის მეტროში მამაკაცი გარდაიცვალა

ისნის მეტროსადგურში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიცია და სასწრაფი-დახმარების ბრიგადები, რომლებმაც მას გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა დღეს დილით, 10 საათზე მოხდა. რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით მას გულსისხლძარღვთა პრობლემები ჰქონდა. როგორც “რუსთავი 2-ს” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც […]

“დედაჩემმა ასანთი გაკრა და ამ დროს მოხდა აალება” – 50 წლის ქალს ვალეში სახე და ხელები დაეწვა

"დედაჩემმა ასანთი გაკრა და ამ დროს მოხდა აალება" - 50 წლის ქალს ვალეში სახე და ხელები დაეწვა

დღეს 1–ელ აპრილს ვალეში მდებარე ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აალების შედეგად 50 წლამდე ქალმა სახისა და კიდურების არეში დამწვრობა მიიღო. დაშავებული თბილისშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. „პაციენტი რამდენიმე საათის წინ სავარაუდოდ გაზის აალების შედეგად მიღებული დამწვრობით შემოიყვანეს. დამწვარი აქვს სხეულის 20%, ამას ემატება სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება და დამწვრობითი შოკი. მდგომარეობა არის მძიმე, […]

გორში მანქანა 9 წლის ბავშვს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედზე იჯდა

გორში მანქანა 9 წლის ბავშვს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედზე იჯდა

გორში, კომბინატის დასახლებაში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. მოზარდი ველოსიპედით გადაადგილდებოდა. დაშავებული სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. “კლინიკაში შეიყვანეს პოლიტრავმით, აღენიშნება მენჯის და ორივე ბარძაყის მოტეხილობა. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,” – აცხადებენ “გორმედში”. დაწყებულია გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ზუგდიდში მატარებელი 82 წლის ქალს დაეჯახა

ზუგდიდში მატარებელი 82 წლის ქალს დაეჯახა

ზუგდიდში, 82 წლის ქალს დღეს მატარებელი დაეჯახა. ლაივპრესის  ინფორმაციით, ქალს მატარებლის შეჯახების შედეგად ფეხი აქვს მოწყვეტილი. “ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ადგილობრივი რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ. მისი თქმით, ქალი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. “112 ის მიერ, სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა ასაკოვანი ქალბატონი, მარცხენა ქვედა კიდურის ტრავმული ამპუტაციით. წვივის […]

ავარია ქობულეთში – 1 ადამიანი დაიღუპა

კასპში მდინარეში მსხვილი კომპანიის უფროსის ცხედარი იპოვეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.გარდაცვლილია 47-წლამდე მამაკაცი, რომელიც ამავე სოფლის მკვიდრია. “ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი, იგი მარტო იმყოფებოდა. არავინ არ დაშავებულა. რა გახდა ავარიის მიზეზი, დეტალები არ ვიცი”,- აცხადებს სოფლის რწმუნებული ჯაბა სტამბოლიშვილი. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. იპნ

რუსთავთან მანქანა ხევში გადავარდა – 50 წლის ქალი დაშავდა

რუსთავთან მანქანა ხევში გადავარდა - 50 წლის ქალი დაშავდა

ავარია მოხდა რუსთავი-ლილოს გზაზე. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით ფოლკსვაგენის მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. გადავარდნილი ავტომობილი რამდენიმე მეტრი ხეს დაეჯახა რომელიც მოგლიჯა და მალევე გაჩერდა. ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა, დაშავდა 50 წლამდე ქალი, მისი გადაყვანა საავადმყოფოში მოხერხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

გომბორზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევა ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე დღეს საღამოს, დაახლოებით 19:00 საათისთვის მოხდა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.