გომბორზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა

გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

შემთხვევა ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე დღეს საღამოს, დაახლოებით 19:00 საათისთვის მოხდა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.