კატეგორია: შემთხვევა

ნაპოვნია 1 მამაკაცის ცხედარი – ვარკეთილში კორპუსის 3 სართულს ცეცხლი გაუჩნდა

ფეიქრების ქუჩაზე ხანძარია

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განუცხადეს, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. უწყების ცნობით, ცეცხლი ეკიდა მეექვსე სართულზე საცხოვრებელ ბინას, ასევე, მეხუთე და მეშვიდე სართულების აივნებს. “მოხდა კორპუსის ევაკუაცია. მეექვსე სართულზე ბინაში ნაპოვნია ერთი მამაკაცის ცხედარი. ხანძრის შედეგად სხვა დაშავებული არავინაა”, – აცხადებენ უწყებაში. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო […]

ყვარლის გზაზე მანქანა ხეს შეასკდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა

ყვარლის გზაზე მანქანა ხეს შეასკდა - 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა

ყვარლის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ შილდასთან მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ერთი კი დაშავდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მიმდინარეობს გამოძიება.

დიდუბის ხიდთან მტკვრიდან მაშველებმა ქალი ამოიყვანეს

დიდუბის ხიდთან მტკვრიდან მაშველებმა ქალი ამოიყვანეს

მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დიდუბის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ქალი იყო და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. „ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. სამაშველო ჯგუფების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა წყლიდან ქალის უსაფრთხო ადგილას გამოყვანა. ქალი იმყოფებოდა კონტაქტურ […]

თბილისში ბელიაშვილზე მანქანა მოპედს დაეჯახა

თბილისში ბელიაშვილზე მანქანა მოპედს დაეჯახა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ფოლკსვაგენის მარკის ავტომობილი მოპედს შეეჯახა, შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა. ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა – მარტვილში 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში, ნახუნაოდან დიდი ჭყონისკენ მიმავალი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შემდეგაც აალდა. მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მგზავრი დაშავდა და ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის […]

თბილისში სანაპიროზე მანქანა კედელს დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა

თბილისში სანაპიროზე მანქანა კედელს დაეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს დაეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თბილისში, სვანეთის უბანში, გაზი აფეთქდა – 2 ადამიანი დაშავდა

თბილისში, სვანეთის უბანში, გაზი აფეთქდა - 2 ადამიანი დაშავდა

10 თებერვალს ღამით თბილისში, სვანეთის უბანში, გაზი აფეთქდა. არიან დაშავებულები. საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა. როგორც “მთავარს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ასპინძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, აალდა ბუნებრივი აირი. შემთხვევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია, ჩაიმსხვრა შუშები და ორმა ადამიანმა მსუბუქი დამწვრობა მიიღო. მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს სასწრაფო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

ქუთაისის შემოვლით გზაზე სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა – გზა გადაიკეტა

ქუთაისის შემოვლით გზაზე სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა - გზა გადაიკეტა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე (ქუთაისის შემოვლითი გზა) ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო მანქანას გაუჩნდა ხანძარი, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების ცნობით, დროის ამ პერიოდში მოძრაობა განხორციელდება ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო […]

“გადავარდნის მერე უწვალია, მაგრამ ღვედი ვერ გაუხსნია” – გურიაში ავარიაში დაღუპული სოსო კილაძე სააკაშვილის დაცვის თანამშრომელი იყო

"გადავარდნის მერე უწვალია, მაგრამ ღვედი ვერ გაუხსნია" - გურიაში ავარიაში დაღუპული სოსო კილაძე სააკაშვილის დაცვის თანამშრომელი იყო

ლანჩხუთში. აცანა-მამათის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გურიანიუსის ცნობით, ავარიის დროს დაღუპული მძღოლი, 50 წლამდე მამაკაცი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი იყო. სხვადასხვა დროს მას შევარდნაძისა და სააკაშვილის დაცვაში აქვს ნამუშევარი. როგორც „პრაიმტაიმს“ დაღუპული სოსო კილაძის ახლობელმა უთხრა, გადავარდნის შემდეგ მამაკაცს ღვედი ვერ გაუხსნია. “გადავარდნის მერე უწვალია, მაგრამ ღვედი ვერ გაუხსნია, […]

ლანჩხუთში ოჯახით სავსე მანქანა 50 მეტრიდან გადავარდა – მძღოლი დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში. აცანა-მამათის საავტომობილო გზაზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი მეუღლე, და სამი არასრულწლოვანი შვილი ლანჩხუთის “მედალფას” კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს. პრაიმ ტაიმი