დიდუბის ხიდთან მტკვრიდან მაშველებმა ქალი ამოიყვანეს

დიდუბის ხიდთან მტკვრიდან მაშველებმა ქალი ამოიყვანესმაშველებმა მდინარე მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დიდუბის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ქალი იყო და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

„ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. სამაშველო ჯგუფების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა წყლიდან ქალის უსაფრთხო ადგილას გამოყვანა.

ქალი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იპნ