თბილისში 12 წლის მოზარდი 13 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე გვიან ღამით მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კატეგორია: შემთხვევა
კახეთის გზატკეცილზე მანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა
ავარია მოხდა თბილისში, კახეთის გზატეკცილზე ბენზინგასამართ სადგურ “ვისოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო-სამარშრუტო მანქანა შეეჯახნენ. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან 1 არასრულწლოვანია. სამივე დაშავებული ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მხულით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ზუგდიდში მანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა და მოკლა
ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირზე, კლინიკა “გულთან”, ველოსიპედით მოძრავ 43 წლის კაცს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპოვა გამოიწვია.
“საშინელება იყო, ზუსტად ამ მომენტს შევესწარი” – 28 წლის დარინა კვერნაძე ქუთაისთან ავარიაში დაიღუპა
ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის ქალი ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ბენზინმზიდი შეეჯახნენ. თვითმხილველების თქმით, მსუბუქ ავტომობილს 28 წლის დარინა კვერნაძე მართავდა. ახალგაზარდა ადგილზე გარდაიცვალა. “საშინელება იყო. ზუსტად ამ მომენტს შევესწარი. გოგონა მოდიოდა გადაჭარბებული სიჩქარით. ამ დროს გაზგასამართ სადგურზე, როგორც ჩანს, ბუნებრივ აირს ტუმბავდა ტრაილერი და გამოვიდა თუ არა, მაშინვე შეეჯახა მსუბუქი ავტომობილით მოძრავი […]
ქუთაისთან 28 წლის ქალი ბენზინმზიდს შეასკდა და ადგილზე დაიღუპა
ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის პირის სიცოცხლე ესხვერპლა – ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და ბენზინმზიდი ავტომობილი დაეჯახნენ. თვითმხილველების თქმით, მსუბუქ ავტომობილს 28 წლის ქალი მართავდა, ის სწრაფად მოძრაობდა და ბენზინგასამართი სადგურიდან გამომავალ სატვირთოს დაეჯახა, რის გამოც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად სატვირთოს მძღოლი არ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ლაგოდეხთან ოპელი მერსედესს დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 4 იანვარს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს “ოპელისა” და “მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. რის შედეგადაც, ერთ-ერთი მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულები ლაგოდეხის საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა გადაიყვანეს. ავტოავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ადგილზე პოლიცია და ექპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელი ავარიაში დაიღუპა – მერსედესი წალენჯიხაში ჯებირს დაეჯახა
მესტიის საავტომობილო გზაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხოკოს მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის დამცავ ჯებირს დაეჯახა. დაჯახების შედეგად დაიღუპა მანქანის მგზავრი, ხოლო მძღოლი მრავლობითი დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და მძღოლი გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები არიან. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების […]
ოზურგეთის დედათა მონასტერში 8 კელია დაიწვა
შემოქმედის ეპარქიის ოზურგეთის რეზიდენციასთან არსებულ დედათა მონასტერში ხანძარი იყო. ცეცხლი გამთენიისას კელიებში გაჩნდა, მაშინ როცა მონაზვნები ცისკრის ლოცვაზე ტაძარში იმყოფებოდნენ. დამწვარია 8 კელია, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და სიწმინდეები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია. “მთავარ არხთან” საუბრისას მონასტრის სასულიერო პირი, მამა დავითი ამბობს, რომ ხანძრის შედეგად საცხოვრებლის მეორე სართული განადგურდა, […]
კაჭრეთში მანქანა ბოძს შეასკდა – 2 მე-11 კლასელი გოგონა დაიღუპა, 2 მგზავრი მძიმედ დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ორი მეთერთმეტეკლასელი გოგონა ადგილზე დაიღუპა, დაშავებულები კი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდებს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. ავარიის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მთავარი
ფოთში ავარიაში 2 მამაკაცი დაიღუპა – მერსედესი ხეს შეასკდა
ფოთში, მალთაყვის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. “მერსედესის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს ახალგაზრდები უკვე გარდაცვლილი დახვდნენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს ,რამაც ადამიანის […]








