ნუცუბიძეზე 12 წლის ბავშვი 13 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადავარდა

ნუცუბიძეზე 12 წლის ბავშვი 13 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადავარდათბილისში 12 წლის მოზარდი 13 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე გვიან ღამით მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.