ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ასაკოვანი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა გარდაცვლილ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ვერ გამოასწრო. გარდაცვლილის გამოსვენება კორპუსიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. პრაიმ ტაიმი
კატეგორია: შემთხვევა
მძიმე ავარია თელავის ტრასაზე – 5 ადამიანი დაშავდა
თელავში ავარიის დროს ხუთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს „მერსედესის“ და „გოლფის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. შედეგად დაშავდნენ მძღოლები და მგზავრები. ყველა მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. იპნ
შვილი ადგილზე დაიღუპა, მამა – კლინიკაში – ავარია თელავის ტრასაზე
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავი-ყვარლის ცენტრალურ მაგისტრალზე. ერთმანეთს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი, მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო გადამზიდი შეეჯახა. გარდაცვლილია მამა-შვილი. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და „ფორდ ტრანზიტი“ შეეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მამა კი – საავადმყოფოში მიყვანისას. პრაიმ ტაიმი
ავლაბარში სახლი ჩამოინგრა
ავლაბარში, იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. სახლში ერთი ადამიანი იყო, მან თავის გადარჩენა შეძლო და სახლიდან გამოსვლა მოასწრო. ადგილობრივების განცხადებით, სახლი ავარიული იყო და მოსახლეობას სახლის შეკეთებასთან დაკავშირებით გამგეობისთვის მიმართული ჰქონდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები.
ბათუმის ტრასაზე მანქანა მოტოციკლს დაეჯახა – 1 ადამიანი დაშავდა
ბათუმი – ხელვაჩაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „მედინაში” გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი მძიმე ტრავმები აქვს მიღებული. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო […]
სენაკში პურის საცხობი აფეთქდა
სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას დახმარება ადგილზე გაუწია. დაშავებულმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა. ჩამსხვრეულია შენობის მინები. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო სამსახურის ბრიგადები და პოლიციის ეკიპაჟები. იპნ
ანა გოგრიჭიანი კახეთის გზატკეცილზე ავარიაში დაიღუპა
წუხელ კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარიისას დაღუპული 22 წლის გოგო ანა გოგრიჭიანია. როგორც მისი სოციალური ქსელიდან ირკვევა, გოგონა მოყვარული ავტომრბოლელი იყო. შეგახსენებთ, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ნიუპოსტი
ლილოს დასახლებაში სასაწყობე ფართის ნაწილი დაიწვა
ლილოს დასახლებაში, სასაწყობე ფართის ნაწილში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა, ხანძრის შედეგად 1000 კვ.მ. დაიწვა. მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. რაც შეეხება შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, როგორც კერესელიძე ამბობს, ჯერჯერობით დადგენილი არაა და ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. „იყო გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, […]
ავარია ზუგდიდთან – 1 ადამიანი დაიღუპა
ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჰოსპიტალში ამ დროისთვის შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი დაშავებული იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შს სამინისტრომ გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. […]
22 წლის ქალი ჯერ ბოძს შეასკდა, მერე ბოძი დაეცა მანქანას – მძიმე ავარია კახეთის გზატკეცილზე
კახეთის გზატკეცილზე მსუბუქი ავტომობილი ბეტონის ჯებირს შეეჯახა და შემთხვევის შედეგად ადგილზე, ამავე ავტომანქანის მძღოლი, 22 წლის გოგო დაიღუპა. გარდაცვლილის მეგობარი “მთავართან” სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ მძღოლი მანქანას სავარაუდოდ დიდი სიჩქარით მართავდა. “მე კარანტინში ვარ. მომხდარი ავარიის შესახებ მეგობრებმა მითხრეს, ფოტოებიც გამომიგზავნეს. ვინც დაიღუპა არის ჩემი ჯგუფელი და ახლო მეგობარი. საერთო მეგობარმა მითხრა, რომ ავარიას გვერდზე აუარა და გააჩერა, ნახა, რომ მანქანაში […]










