ავლაბარში სახლი ჩამოინგრა

ავლაბარში სახლი ჩამოინგრაავლაბარში, იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

სახლში ერთი ადამიანი იყო, მან თავის გადარჩენა შეძლო და სახლიდან გამოსვლა მოასწრო.

ადგილობრივების განცხადებით, სახლი ავარიული იყო და მოსახლეობას სახლის შეკეთებასთან დაკავშირებით გამგეობისთვის მიმართული ჰქონდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები.