რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ საფეხმავლო ხიდს, შემდეგ კი ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა. შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები. შსს-ს ინფორმაციით, საქმე 276 მუხლის 6 ნაწილით აღიძრა.
კატეგორია: შემთხვევა
აფეთქება თამარაშვილზე – ნაპოვნია 1 ცხედარი
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ნაპოვნია ერთი ცხედარი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. „ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია“, – განაცხადეს უწყებაში. ხანძარი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ გაიგეს აფეთქების ხმაც.
73 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის კლინიკიდან გადავარდა, გარდაიცვალა
73 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა. როგორც კლინიკის ექიმმა გია კიკაბიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. ექიმის თქმით, პაციენტს გადმოვარდნის შედეგად მრავლობითი დაზიანები ჰქონდა, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ოპერაციის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. ცნობისთვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 73 წლის მამაკაცი […]
14 წლის ლუკა კოპალიანი გაჩერებაზე იპოვეს – “3-4 საათი ფეხით უვლია ორთაჭალიდან ყაზბეგის გამზირამდე”
პოლიციამ დაკარგული 14 წლის ლუკა კოპალიანი ყაზბეგის გამზირზე, ერთ-ერთ გაჩერებაზე იპოვა. როგორც მოზარდის დედა, ქეთი თიკანაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, სამართალდამცველებმა გაუჩინარებულ ბავშვს ქუჩის სათვალთვალო კამერების მეშვეობით მიაკვლიეს. “სახლში ვიყავით ყველანი. ბავშვი ეზოში გავიდა და წამებში გაუჩინარდა. ფეხით უვლია 3-4 საათი ორთაჭალიდან – ყაზბეგის გამზირამდე. შსს-ს წარმომადგენლებმა ამოიღეს კამერის ჩანაწერები და ერთ-ერთ გაჩერებაზე მიაკვლიეს. მადლობას ვუხდი […]
“გზა გადაკვეთა და გაჩერებაზე წაიქცა” – რუსთავში 69 წლის გივი მენთეშაშვილი გარდაიცვალა
რუსთავში, ქუჩაში მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა მეგობრობის გამზირზე არსებულ ერთ-ერთ გაჩერებაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, შუახნის მამაკაცმა საავტომობილო გზა გადაკვეთა, რის შემდგომაც გაჩერებაზე წაიქცა, დაბლა დაეცა და გონება დაკარგა. 70 წლამდე მამაკაცის გადარჩენას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 2 ჯგუფი, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა. ექიმებმა გამოიყენეს ელექტრული აპარატი დეფიბრილატორიც, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცის გარდაცვალება სავარაუდოდ გულის უეცარმა […]
თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელში ხანძარია
“ვუსამძიმრებ მამა გრიგოლ მთვარელიშვილს ამ შემზარავ ტრაგედიას” – ვაზისუბანში 12 წლის სალომე მთვარელიშვილი დაიღუპა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში იმ დროს მოხდა, როდესაც ორი და მოპედით გადაადგილდებოდა. მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 12 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, მისი და კი მძიმედ დაშავდა. ის რეანიმობილით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. იდენტიფიცირებულია მძღოლი და მიმდინარეობს გამოძიება. ლუდა სალიას ცნობით, დაღუპული სალომე მთვარელიშვილია, მამა გრიგოლ მთვარელიშვილის ქალიშვილი. “ვუსამძიმრებ შემზარავ ტრაგედიას, […]
ფონიჭალასთან ბმვ ტოიოტას დაეჯახა – მძღოლები კლინიკაში გადაიყვანეს – ვიდეო
ავარია მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე. ჩქაროსნულ მაგოსტრალზე, ფონიჭალასთან ერთმანეთს ტოიოტასა და ბმვ-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ავარიის შედეგად ავტომობილების მძღოლები დაშავდნენ, მათი გადაყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა უახლოეს კლინიკებში მოახერხეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
„მეუღლე სამი თვის წინ შეირთო“ – რას ამბობს დაღუპულებზე მეგობარი, რომელიც ტრაგიკულ ავარიას შემთხვევით გადაურჩა
თბილისის ცენტრალურ მაგისტრალთან, გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ესენი არიან: ბაჩა როგავა (მძღოლი), ბაჩუკი შენგელია, ოთარ ჯიქია, გოგა ჯალაღონია, ილია გაწერელია და ელვარდ ახალაია. გავრცელებული ინფორმაციით სამარშრუტო მანქანის მძღოლი იყო ბაჩა როგავა, რომელმაც „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მეუღლე სამი თვის წინ შეირთო. „პატიოსანი და წესიერი ბიჭი იყო ბაჩა, გულანთებული პატრიოტი. ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა და […]
ირაკლი გაწერელია, ელვარდ ახალაია, ოთარ ჯიქია – ვინ დაიღუპა გორთან ავარიაში
თბილისი-ლესელიძე-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 10. დაღუპულთაგან, ერთი სუს-ის რეგიონალური განყოფილების ყოფილი უფროსი ილია (ირაკლი) გაწერელიაა, ასევე დაღუპულია ყოფილი საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიას ძმისშვილი ელვარდ ახალაია და ვიცე-პოლკოვნიკი, ყოფილი ძალოვანი ოთარ ჯიქია. გუშინ, 29 ოქტომბერს, გვიან ღამით ერთმანეთს ავტობანზე სამარშრუტო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო […]










