რუსთავის ავტობანზე მერსედესი გაჩერებას შეასკდა – 1 ადამიანი დაიღუპა

რუსთავის ავტობანზე მერსედესი გაჩერებას შეასკდა - 1 ადამიანი დაიღუპარუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ საფეხმავლო ხიდს, შემდეგ კი ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა. შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე 276 მუხლის 6 ნაწილით აღიძრა.