“ჩემი ცოლის დაქალებში” ახალი პერსონაჟი გამოჩნდა. დიზაინერ თავზარიკო ცხენიანის როლს სერიალში ზალიკო ბერგერი ასრულებს. მის გამოჩენას სერიალში, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორ მოხვდა ზალიკო “ჩემი ცოლის დაქალებში” Ambebi.ge დიზაინერს დაუკავშირდა. – ზალიკო, მოულოდნელი იყო, როცა სერიალიდან დაგირეკეს? – მეგონა, რომ ადრე თუ გვიან მოვხვდებოდი “ჩემი ცოლის დაქალებში”… ისეთი სერიალია ვიცოდი, რაღაც როლი ჩემთვისაც მოიძებნებოდა. კასტინგი […]
კატეგორია: შოუბიზნესი
ანრი ჯოხაძემ 20 კილო დაიკლო – ”დღის მანძილზე ვსვამდი 3 ლიტრამდე წყალს”
მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. ანრი ჭარბ წონას წლების მანძილზე ებრძოდა, თუმცა მკაცრი დიეტების მიუხედავად ისევ ძველ წონას იბრუნებდა. საბოლოოდ, სპეციალისტებს მიაკითხა და ახლა რამდენიმე ათეული კილოგრამით ნაკლებს იწონის. – ანრი, როგორ დაიკელით წონაში? – ჭამა ძალიან მიყვარს, მითუმეტეს ტკბილეული. ამიტომ ჭარბი წონაც მაწუხებდა. დიეტაზეც ვყოფილვარ, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ერთ-ერთ ცენტრში მივედი, […]
გიგინეიშვილის “მძევლებმა” რუსულ “კინოტავრზე” ორი პრიზი მოიპოვა
“მძევლებმა” რუსულ კინოფესტივალ “კინოტავრზე” ორი მთავარი ჯილდო მოიპოვა. რეზო გიგინეიშვილი საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს, ვლად ოპელიანცი – საუკეთესო ოპერატორად. ფილმი ედინბურგის კინოფესტივალშიც მონაწილეობს. “მძევლები” ბერლინის კინოფესტივალზე საოსკარო ფილმად შეაფასეს. ფილმის ერთ-ერთი პროდუსერი ოსკაროსანი “იდას” პროდუსერი ევა პუშინსკაა.
ქეთა თოფურია შვილთან ერთად წყნეთში ისვენებს
მაგდა ვასაძის მეუღლე გიორგი პაპკიაური გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ- ფული ერთეულებს აქვთ და ეს შენზე უკეთ არავინ იცის
იქს-ფაქტორის მესამე Live-კონცერტს მაგდა ვასაძე გამოეთიშა. ამასთან დაკავშირებით მაგდა ვასაძის მეუღლე გიორგი პაპკიაურმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: – პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა, ვინც მაგდა ვასაძეს გულშემატკივრობდა და არ აქვს მნიშვნელობა გქონდათ თუ არა სახსრები რომ მისთვის მინიჭებულ ნომერზე დაგერეკათ, მთავარია რომ დიდ სიყვარულს არ იშურებდით… რაც შეეხება კონკურსს… მაგდა ნამდვილად უძლიერესი ვოკალისტია და […]
დარეჯან ხარშილაძე: “არ მინდოდა, გეგა კობახიძის დედის როლი მეთამაშა”
რუსთაველის თეატრის მსახიობმა დარეჯან ხარშილაძემ ფილმში “მძევლები” გეგა კობახიძის დედის, ნათელა მაჭავარიანის როლი ითამაშა. მსახიობი ჟურნალ “სარკესთან” ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდა. ის ყვება: – ქალბატონ ნათელასთან ერთად სცენაზე ვდგავარ, მას ძალიან კარგად ვიცნობ, აღტაცებული ვარ მისი სულიერი სიძლიერით. ის თავშეკავებულობა, რომელიც მას აქვს, მგონი, მოვახერხე და კარგად გადმოვეცი. ძალიან სამართლიანი პიროვნებაა, გულგრილად […]
ნუცა ბუზალაძე: “ცეკვას ძალიან სიგამხდრე არ უხდება”
მომღერალი ნუცა ბუზალაძემ, სანამ დატოვებდა პროექტს “ცეკვავენ ვარსკვლავები”, ჟურნალ “სარკეს” ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც ცხოვრების წესსა და თაყვანისმცემლებზე საუბრობს. – როგორ ფიქრობთ, კარგ ფორმაში ხართ? – ცეკვების პარალელურად ვიწყებ ფიტნესს, მგონია, რომ შოუს შუა ნაწილში ძალიან კარგ ფორმაში ვიქნები. – ახლა გაწუხებთ ზედმეტი კილოგრამები? – ცეკვას არც ძალიან სიგამხდრე უხდება და არც ზედმეტი […]
ჰეილი ბოლდუინი წლის ყველაზე სექსუალური ქალია
მამაკაცების ჟურნალმა მაქსიმმა ამერიკელი მოდელი და მსახიობ სტივენ ბოლდუინის შვილი ჰეილი 2017 წლის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა. გოგონას ფოტოსურათი სოციალურ ქსელ ინსტაგრამში გამოცემის გვერდზე გამოქვეყნდა. 20 წლის ჰეილი ჟურნალის ყოველწლიურ რეიტინგს ჩაუდგა სათავეში. ჟურნალის ნომერი, რომლის გარეკანს გოგონას სურათი დაამშვენებს, ივნისში გამოვა. რეიტინგში ასევე მოხვდნენ მსახიობი მარგო რობი, მომღერალი კეტი პერი, ზოი კრავიცი, მანეკენები ბელა და […]
თორნიკე კვერენჩხილაძე ”იმედის დღეს” კინაღამ შეეწირა – “ექიმმა სახე “დამისტროჩკა”
საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკის” წამყვანი, თორნიკე კვერენჩხილაძე, ახალ გადაცემას, “იმედის დღეს” კინაღამ შეეწირა. ამის შესახებ ის ჟურნალ “სარკეს” უყვება: – საიმიჯო ვიდეორგოლს ვიღებდით გადაცემისთვის. გადავწყვიტე, ველოსიპედით დავშვებულიყავი, რაც არაერთხელ გამიკეთებია. კუს ტბიდან ვაკის პარკში უნდა ჩავსულიყავი, სიჩქარე ძალიან მქონდა აკრეფილი, ველოსიპედი ვერ დავიმორჩილე და ძირს პირდაპირ სახით დავასკდი. რამდენიმე წამი გათიშული ვეგდე. ჩემი მეგობრები, ჟურნალისტი და […]
ბერა ივანიშვილი და “ყველაზე სიმპათიური დამნაშავე” ჯერემი მიქსი L’Oréal-ის წვეულებაზე კანში
L’Oréal Paris-ი კანის კინოფესტივალთან პარტნიორობის მე-20 წლისთავს აღნიშნავს. ფრანგული კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია სწორედ 20 წლის წინ კანის კინოფესტივალის სპონსორი გახდა. საზეიმო წვეულება Martinez beach-ზე მდებარე კინოკლუბში გაიმართა. წვეულებას, ტრადიციულად, მსოფლიოში ცნობილი მრავალი მსახიობი და მოდელი დაესწრო, მათ შორის ევა ლონგორია, ირინა შეიკი, ლარა სტოუნი და სხვები. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ასევე ქართველი რეპერი ბერა ივანიშვილი. წვეულების შესახებ […]