ანრი ჯოხაძემ 20 კილო დაიკლო – ”დღის მანძილზე ვსვამდი 3 ლიტრამდე წყალს”

ანრი ჯოხაძემ 20 კილო დაიკლო - ”დღის მანძილზე ვსვამდი 3 ლიტრამდე წყალს”მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. ანრი ჭარბ წონას წლების მანძილზე ებრძოდა, თუმცა მკაცრი დიეტების მიუხედავად ისევ ძველ წონას იბრუნებდა. საბოლოოდ, სპეციალისტებს მიაკითხა და ახლა რამდენიმე ათეული კილოგრამით ნაკლებს იწონის.
– ანრი, როგორ დაიკელით წონაში?

– ჭამა ძალიან მიყვარს, მითუმეტეს ტკბილეული. ამიტომ ჭარბი წონაც მაწუხებდა. დიეტაზეც ვყოფილვარ, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ერთ-ერთ ცენტრში მივედი, სპეციალური კოქტეილი მომცეს და 20 კილო დავიკელი.
– რისი ჭამა გქონდათ აკრძალული?
– არაფრის ჭამა არ მქონდა აკრძალული, უბრალოდ დოზირებულად ვიკვებებოდი და მარტივად დავიკელი 20 კილო. ჯანსაღი კვების სტილიც ჩამომიყალიბდა. დღის მანძილზე ვსვამდი 3 ლიტრამდე წყალს. 20 კილოთი ნაკლებს ვიწონი და ეს ჩემთვის ძალიან მაგარი სტიმულია.

reitingi.ge