კატეგორია: სოციალური მედია

ნანუკა ჟორჟოლიანი – “ძალიან დიდი სამხედრო კოლონა შედის უკრაინაში ბელარუსიდან”

ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა: “ძალიან დიდი სამხედრო კოლონა შედის უკრაინაში ბელორუსიის მხრიდან. ამერიკელები აფრთხილებენ უკრაინას, რომ დღეს, პუტიინი ყველაზე დიდი დარტყმისთვის ემზადება. ახლა მთელი მსოფლიო ლოცულობს უკრაინისთვის დღეს ძალიან მძიმე დღე ექნებათ ჩვენს მეგობრებს.”

ირაკლი ოქრუაშვილი – „ერთმა მსახიობმა სსრკ დაშალა და მეორე რუსეთს შლის“

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ერთმა მსახიობმა სსრკ დაშალა და მეორე რუსეთს შლის. ეძახეთ კლოუნი იმათ, ვისაც ცხოვრებაში აგური აგურზე არ დაგიდიათ.“

ზურაბ გურული – “ყოჩაღ, არახამია!”

ზურაბ გურულმა ფეისბუქში დაწერა: “ყოჩაღ, არახამია! პაცნებთან სასაუბროდ ზუსტად ასეთ ფორმაში უნდა მიხვიდე. მარტო მსოფლიო მოდა არ შეცვალეს აფხაზეთელმა ქართველებმა, დიპლომატიური ეთიკეტიც გადაახალისეს ლავროვი კიდევ ყველაზე მაგარი დიპლომატია, ხომ? ქალბატონო იმანო პაცანა ეგ.”

„ეს კაცი თანამდებობაზე ღვთისა და ბუნების კანონების დაცინვაა“ – ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე

დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „პრემიერს ვუსმინე, შევეცადე კორექტული ფორმით გადმომეცა ჩემი შთაბეჭდილება, მაგრამ რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ მივხვდი, რომ ეს პრინციპულად შეუძლებელია. შეიძლება ბევრი რამის ღირსი ვართ ერი: მეტეორის, კომეტის, ასტეროიდის, ცუნამის, ცეცხლის წვიმის, ლოდების სეტყვის, მურვან-ყრუს, შაჰ-აბასის თუ კარაბას-ბარაბასის, მაგრამ ეს დონე არ დაგვიმსახურებია რა. ეს კაცი არის ანომალია და მისი ნებისმიერ თანამდებობაზე […]

„ერთადერთი, ვისაც შეეხო რუსული სანქციები საქართველოში, მე ვარ!“ – დათო ლიკლიკაძე

დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წერს: „ერთადერთი ვისაც შეეხო რუსული სანქციები საქართველოში, მე ვარ! გამიუქმდა ვითიბი ბანკის ის ბარათი, რომლითაც მსოფლიოს აეროპორტებში უფასო ლანჩებზე ვიყავი წამოპლაკული.“

„დედას 40-ს ჩემ გარეშე გადაიხდიან… “ – დომენიკ მანგო

დომენიკ მანგო სოციალურ ქსელსი წერს: „დედას 40-ს ჩემს გარეშე გადაიხდიან. ყველა გავაფრთხილე, რომ ისე მოიქცნენ, თითქოს იქ ვიყო. ამაზე მეტს ვეღარაფერს გავაკეთებ, მისი სახელით დაჭრილებს მივხედავ და ერთ ადამიანს მაინც გადავარჩენ. ცოცხალი რომ იყოს, ალბათ გზაზე გადამიდგებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი სული ხარობს“.

ვარლამ წიკლაური – “ვინც “იმედის” თანამშრომლების დაბულინგებას ცდილობს…”

ვარლამ წიკლაურმა ფეისბუქში დაწერა: “ადამიანები, რომლებიც დღეს “იმედის’’ თანამშრომლების დაბულინგებას ცდილობენ, თავად არიან პუტინის მიმდევრები – ისინიც მშვიდობისმოყვარე ადამიანებს ერჩიან! ჩვენ არასდროს არავის ვესხმით თავს, “იმედის“ ვერცერთი თანამშრომლის სოციალურ ქსელში ვერასდროს ნახავთ პოსტს, რომლითაც ის რომელიმე კოლეგას შეურაცხყოფას მიაყენებს! “იმედი“ დგას ღირსებაზე! “იმედმა’’ იცის თავისუფლების ფასი! ,,იმედი’’ არჩევს მტერსა და მოყვარეს! დღეს პუტინი მთელი ცივილიზებული […]

ქეთი დოლიძე – “იმედი მაქვს, მეც მოვესწრები პუტინის ბოროტი იმპერიის ნგრევას!”

ქეთი დოლიძემ ფეისბუქში დაწერა: “იმედი მაქვს, მეც მოვესწრები პუტინის ბოროტი იმპერიის ნგრევას! #СлаваУкраїні #NoToWar #WeStandTogether #westandwithukrain”

ოთო აბესაძე – “სანქციებიდან 24 საათში ვითიბი ბანკი გაკოტრდა”

ოთო აბესაძემ ფეისბუქში დაწერა: “ომი არის ეკონომიკა სანქციებიდან 24 საათში მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი VTB გაკოტრდა რაც იმას ნიშნავს, რომ ათობით მილიონ რუსეთის მოქალაქეს შეექმნება ეკონომიკური კრიზისი მისი ხელისუფლების მანიაკალური ზრახვების გამო. მალე პუტინს მთავარი ფრონტი რუსეთში საკუთარ მოქალაქეებთან ექნება. მაქსიმუმ 2 კვირაში. P.S. ბევრი მითი იმსხვრევა რუსეთის უძლეველ არმიაზე, ულევ რესურსებსა და უძირო ეკონომიკაზე. […]

ზურაბ გურული – “ის კაციც გაუშვით თავისუფლად, დროზე…”

ზურაბ გურულმა ფეისბუქში დაწერა: “ისა და, ძვირფასო “იმანო” და “იმის იგიებო”, ხომ არ გადახედავდით საკუთარი პროგრამის საგარეო-პოლიტიკურ დოქტრინას? და ის კაციც გაუშვით თავისუფლად, დროზე! მერწმუნეთ, ასე სჯობს ქვეყნისთვისაც და პირველ რიგში თქვენთვისაც. კარგი რჩევაა; დაგიფასდებათ ისეთი დრო მოდის, ყველა ქართველის ერთად დგომა გახდება საჭირო, რომ ფსოუსთან და როკთან დავბრუნდეთ. მადლობა უკრაინა! შენ ფანტაზია უკვე აქციე […]