ვარლამ წიკლაური – “ვინც “იმედის” თანამშრომლების დაბულინგებას ცდილობს…”

ვარლამ წიკლაური - "ვინც "იმედის" თანამშრომლების დაბულინგებას ცდილობს..."ვარლამ წიკლაურმა ფეისბუქში დაწერა:

“ადამიანები, რომლებიც დღეს “იმედის’’ თანამშრომლების დაბულინგებას ცდილობენ, თავად არიან პუტინის მიმდევრები – ისინიც მშვიდობისმოყვარე ადამიანებს ერჩიან! ჩვენ არასდროს არავის ვესხმით თავს, “იმედის“ ვერცერთი თანამშრომლის სოციალურ ქსელში ვერასდროს ნახავთ პოსტს, რომლითაც ის რომელიმე კოლეგას შეურაცხყოფას მიაყენებს! “იმედი“ დგას ღირსებაზე! “იმედმა’’ იცის თავისუფლების ფასი!
,,იმედი’’ არჩევს მტერსა და მოყვარეს!
დღეს პუტინი მთელი ცივილიზებული სამყაროს მტერია და ნუ დაემსგავსებით ოკუპანტს! ნუ დაკარგავთ სახეს!
მე”იმედით“ ვამაყობ!
#აქიმედია
Слава Україні”