კატეგორია: სოციალური მედია

ნიკა გვარამია – “გამაცოცხლა ჩემმა პირველმა შვილიშვილმა…”

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “გათიშული მოვედი სახლში და გამაცოცხლა ჩემმა პირველმა შვილიშვილმა”

რეზო ამაშუკელი – “შეუძლოდ ვარ და თუ გადავრჩი, რამდენიმე საქონელს პასუხს გავცემ”

რეზო ამაშუკელმა ფეისბუქში დაწერა: “ქალბატონებო და ბატონებო! ჯერჯერობით შეუძლოთ ვარ. თუ გადავრჩი, რამოდენიმე საქონელს, კაცი იქნება თუ ქალი, საკადრის პასუხს გავცემ, და ყველა დანარჩენს… გულდასაწყვეტია, რომ პასუხის გამცემი ამ ღორების უსაქციელობის გამო არ ჩანს. ვეცდები, ვიმეორებ გადავრჩე, რადგან საომარი საუბედუროდ კიდევ ბევრია… პატივისცემით, რეზო ამაშუკელი.”

“კოტე ინაშვილი გარდაცვლილა… საუკეთესო იუმორის და ძალიან თბილი ადამიანი”… – ლიკა გამრეკელი

ლიკა გამრეკელმა ფეისბუქში დაწერა: “ახლა გავიგე კოტე ინაშვილი გარდაცვლილა საუკეთესო იუმორის, უშუალო და უბრალოდ ძალიან თბილი ადამიანი, რომელიც განიცდიდა ყველა ადამიანის განსაცდელს, აწუხებდა თითოეული პატიმრის თუ მოქალაქის წუხილი. პირველად ესეთი აქტიური შეხება მქონდა 2012 წელს, როდესაც დავაარსე “ქალთა საზოგადოება მარო მაყაშვილი” და შემომთავაზა თანამშრომლობა პატიმრების უფლებების დასაცავად თუ მათი გაუსაძლისი ყოფის შესამსუბუქებლად. საოცარი იყო მისი […]

ტორესა მოსი – “ამ ფოტოზე ჩემი რომანის ფრაგმენტია… მთელი რომანი ხელით უნდა დავწერო…”

ტორესა მოსიმ ფეისბუქში დაწერა: “ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, კალიგრაფიას ისწავლიო, ვეტყოდი, რომ უფრო დიდი შანსი იყო მზე დასავლეთიდან ამოსულიყო, ვიდრე მე, სხვა ვინმეც რომ გაარჩევდა, ისე წერას ვისწავლიდი. ყველაფერი დედაჩემისთვის საჩუქრის გაკეთების სურვილით დაიწყო. მინდოდა მეჩუქებინა რაღაც ისეთი, რასაც ყოველდღიურად გამოიყენებდა და რაშიც რაღაც ჩემი ნაწილი იქნებოდა. ასე გამიჩნდა იდეა, მეჩუქებინა […]

ხატია დეკანოიძე – “ვუსმენ მიშას კრიტიკულად მიმალულიც…”

ხატია დეკანოიძემ ფეისბუქში დაწერა: “ვუსმენ მიშას, არა როგორც მისი თანამებრძოლი ან მეგობარი, არამედ ჩვეულებრივი, კრიტიკულად მიმალულიც. ვფიქრობ ცოცხალი მიშა, მოსახლეობის ფართო წარმომადგენლობასთან მოსაუბრე, განმარტებებით, გეგმებით, თუნდაც სინანულით და ადამიანური გულუბრყვილობითაც კი უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მომავლისთვის. ჩვენი ხსნა მოსახლეობის კონსოლიდაციაშია, ზუსტად ერთიანობაში და რეკონსილიაციაში, შეცდომების და გამოცდილების გააზრებაშიც. ჩვენი ხსნა ერთმანეთის ზიზღში ან შურისძიებაში არ არის.. […]

„კალაძე ამბობს, რომ ხელი ნაცებმა მოაწერეს. თუ ასეა, რატომ არის გამოძიების წინააღმდეგი?”

სოციალურ ქსელში პოსტში წერს: “მოკლედ, გაზპრომს დაუჯდა კალაძე…10%-იანი კონტრაქტი დავკარგეთ. ათეულობით მილიონი ვიზარალეთ.რაოს მემორანდუმი გაუფორმა, დაუწესეს ტარიფი და 80 მილიონი დაგვაკისრეს.ამბობს, რომ ხელი ნაცებმა მოაწერეს. თუ ასეა, რატომ არის გამოძიების წინააღმდეგი? აბა სამართლიანობის აღდგენაო?!”

ეკა კვესიტაძე – “720.000 ლარის ბოტოქსი რომ გაიკეთოს ადამიანმა, რა გადაარჩენს?!”

ეკა კვესიტაძემ ფეისბუქში დაწერა: “720 ათასი ლარის ბოტოქსი რომ გაიკეთოს ერთმა ადამიანმა, როგორ წარმოგიდგენიათ, თუ გადარჩა როგორ უნდა გამოიყურებოდეს ახლა სასამართლოს ქრონიკები.”

ვახო სანაია – “დღეს სანი 2 წლის გახდა – ყოჩაღი ბიჭია, იმდენი იბრძოლა და ახლაც იბრძვის”

ვახო სანაიამ ფეისბუქში დაწერა: “2 დეკემბერი სანის დაბადების დღეა. 27 ნოემბერს – თამუნას დაბადების დღე იყო. სულ მემახსოვრება – თამუნას შეშინებული თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და იმ წამებში დაბადებულ სანის უყურებდა, რომელიც იმთავითვე ბრძნული გამომეტყველებით ტიროდა. ამ დაფეთებულ დედა-შვილის შემყურე მარტო მე ვიცინოდი :)))) დღეს სანი 2 წლის გახდა – ყოჩაღი ბიჭია, იმდენი იბრძოლა და […]

ნუგზარ სულაშვილი – “მილიციელმა მამას პასპორტის ჩვენება მოსთხოვა და მე შარვალი ჩავიწიე…”

ნუგზარ სულაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “პასპორტზე გამახსენდა: მილიციელმა მამას პასპორტის ჩვენება რომ მოსთხოვა და მე შარვალი ჩავიწიე. ვიფიქრე მამას ერიდება მეთქი. მაშინაც ორი პასპორტი იყო, ერთი წითელი და ….”

“მხეცის ნიშნით დაღდასმულმა საკვებად ვერ მოვიცალე” – თამარ კინწურაშვილი

თამარ კინწურაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “დღეს ფაბრიკაში კოვიდპასპორტის შემოწმების შემდეგ იოანეს გამოცხადება მქონდა, საკვებ ობიექტებში შესასვლელად ბეჭედი დამასვეს, ტრენინგის გამო მხეცის ნიშნით დაღდასმულმა საკვებად ვერ მოვიცალე”