ტორესა მოსიმ ფეისბუქში დაწერა:
“ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, კალიგრაფიას ისწავლიო, ვეტყოდი, რომ უფრო დიდი შანსი იყო მზე დასავლეთიდან ამოსულიყო, ვიდრე მე, სხვა ვინმეც რომ გაარჩევდა, ისე წერას ვისწავლიდი.
ყველაფერი დედაჩემისთვის საჩუქრის გაკეთების სურვილით დაიწყო. მინდოდა მეჩუქებინა რაღაც ისეთი, რასაც ყოველდღიურად გამოიყენებდა და რაშიც რაღაც ჩემი ნაწილი იქნებოდა.
ასე გამიჩნდა იდეა, მეჩუქებინა ჩემი ხელით გადაწერილი ფსალმუნები. დავიწყე და პარალელურად სწავლაც დავიწყე და ისე მოხდა, რომ აღმოვაჩინე – ეს პროცესი მედიტაციასავით იყო ჩემთვის.
ამ ფოტოზე ჩემი ახალი რომანის ფრაგმენტია. ტექსტი გამოსაცემად მზადდება, პარალელურად კი ვამზადებ ერთადერთ ხელნაწერ ორიგინალ ვერსიას, რომელიც იქნება მთლიანად ჩემი ხელით შესრულებული და ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი მხატვრის მოხატული და ილუსტრირებული. და რაც მთავარია, ამის შემდეგ ყველა წიგნს, რომელსაც დავწერ, ექნება ასეთი ხელნაწერი დედნები, რომლებიც მხოლოდ ერთადერთ ეგზემპლარად იარსებებენ.”

