ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „მიშა ცუდადაა. ვისაც შეგვიძლია, ყველა მივდივართ რუსთავში“.
კატეგორია: სოციალური მედია
სააკაშვილი – “მე და ლიზა დიდი ხანია, ერთად ვართ, ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია”
მიხეილ სააკაშვილმა მისი და ლიზა ლიასკოს ურთიერთობის შესახებ ფეისბუქში დაწერა: “მათთვის, ვინც ჩემი პირადი ცხოვრებით არის დაინტერესებული. ამ ეტაპზე იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან ბრძოლაში ვარ ჩართული, ვიდრე ჩემი პირადი ცხოვრებაა. თუმცა, რადგანაც ჩემი ცხოვრების ეს ნაწილიც ინტერესის სფეროა და არაერთი კითხვა დაისვა ამ თემის გარშემო, მინდა გიპასუხოთ – ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია. მე და […]
ვიკა ბუკია – “ადამიანები იყვნენ გადასარჩენი და ესენი საკუთარი ტყავის გადარჩენას ცდილობდნენ…”
ვიკა ბუკიამ ფეისბუქში დაწერა: “სახელმწიფოს გადაგვარების ყველაზე საზარელი ეპიზოდი: ტრაგედიის შემდეგ, რამდენიმე საათში რეესტრში სასწრაფოდ დაიწყეს დოკუმენტაციის მოწესრიგება; ანუ გესმით, ჰო? იქ ადამიანები ნანგრევების ქვეშ იხოცებოდნენ, ითხოვდნენ შველას და სახელმწიფო იყო დაკავებული კორპუსის დოკუმენტების მოწესრიგებით, დანაშაულის ჩამორეცხვით. ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს დააწიეს ხარვეზი კედლის გამონგრევის პროექტზე. ადამიანები იყვნენ გადასარჩენი და ესენი საკუთარი ტყავის გადარჩენას ცდილობდნენ. და […]
თეკლა ტაბატაძე – “ვუხდი ბოდიშს მაყურებელს და ტვ პირველის გუნდს”
თეკლა ტაბატაძემ ფეისბუქში დაწერა: “ბოდიშს გიხდით. ვუყურე ჩემს თავს და ვიღებ თქვენს კრიტიკას. ცივ გონებაზე ვიაზრებ მომხდარის არაეთიკურობას. ახლა მიწევს მტკიცება არამხოლოდ იმის, რომ გულქვა არ ვარ, არამედ იმისაც, რომ არ არსებობს კომენტარი, რომელიც შვილმკვდარი მამის ისტორიაზე უფრო მნიშვნელოვანია (მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში ჯერ არ იყო ცნობილი არც ცოლის და არც ბავშვების გარდაცვალების შესახებ). […]
„ორი სადარბაზო არის გაერთიანებული და აქვს უზარმაზარი ბზარი, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და ფაქტიურად ბომბზე ვზივართ“
ფეისბუქგვერდი “ბათუმი” სოციალურ ქსელში ფოტოებს და ვიდეოს ავრცელებს, რომელიც ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსშია გადაღებული. კორპუსის მაცხოვრებლები შესაბამისი უწყებებისგან დახმარებას ითხოვენ, რათა არ განმეორდეს იგივე ტრაგედია, რაც 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს მოხდა. “მოგესალმებით. მე გახლავარ ვ. გორგასალის 149-151 – მცხოვრები. სასტუმო” აისის” კორპუსი. გწერთ მთელი კორპუსის სახელით და გთხოვთ მობრძანდეთ და გააშუქოთ თუ რა საგანგაშო მდგომარეობაა […]
ინგა გრიგოლია – “მილიონ ბოდიშს გიხდით, როგორც ტვ პირველის თანამშრომელი…”
ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა: “ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე და კომენტარი ვთხოვო ან ჩავწერო , მისი ნებართვის გარეშე. ეს იმ რეაქციის პასუხად,რაც ტვ,,პირველის,, ჟურნალისტის სინქრონს მოყვა.. იმის მიუხედავად, რომ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობთ მე და ის ახალგაზრდა ჟურნალისტი, ცალსახად ვემიჯნები ასეთ ჟურნალისტიკას. მთავარმა პროდუსერმა განმარტა, რომ შვილებგარდაცვლილ მამასთან ეს კომენტარი მაშინ ჩაწერა რეპორტიორმა, როცა არც […]
„ნუგზარ დავლაძე უიშვიათესად ნიჭიერი გეოგრაფი იყო… ნანგრევებში ძმისშვილთან ჩახუტებული იპოვეს“
სამეცნიერო ჟურნალისტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში წერს: „რამდენჯერაც ნუგზარს შევხვდებოდი ყოველთვის გრძელ საუბარს ვაბამდით. უიშვიათესად ნიჭიერი გეოგრაფი იყო, ზეადამიანური მეხსიერებით. ყველანაირი თარიღი, რიცხვი და მონაცემი ზეპირად იცოდა, გეოგრაფიის ენციკლოპედიასავით იყო. როცა ვნახულობდი სულ ფილოსოფიაზე, ევოლუციაზე, პოლიტიკაზე ვლაპარაკობდით. ძალიან ვუყვარდი, სულ მეუბნებოდა შენი იმედი მაქვს, რომ ბევრს მიაღწევო. დღეს იპოვეს, თავის ორ ძმიშვილთან ჩახუტებული ნანგრევებში.“ ნუგზარ […]
„ალბათ სიმწარემ გადამაწყვეტინა სამარცხვინო აღიარების გაკეთება…“ – ენდი ძიძავა
მსახიობი ენდი ძიძავა სოციალურ ქსელში წერს: ”ალბათ სიმწარემ გადამაწყვეტინა სამარცხვინო აღიარების გაკეთება ზუსტად ახლა… სიმწარემ და საკუთარი უვიცობის სირცხვილმა… ჩემმა თავისმომჭრელმა სირცხვილმა ვერ მაჯობა…გონებამ გული ვერ მართა და აღიარებას მაკეთებინებს ყველას წინაშე… მეც იმ ათასობით კრიმინალის სიაში ვარ… მეც 20 წლის უკან მივანგრ-მოვანგრიე “ხრუშავკაში” ბევრი თუარა, რამოდენიმე კედელი მაინც… რა მეშველება, რომ საკუთარ თავს ამას […]
„არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე განწირული მამის ხმა: სად ხართ, შვილებო?!“ – გიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს: „არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა. თითქოს სხვა სამყარო, რომელიც ირგვლივაა, საკუთარი წარსულით და მომავლით, უქმდება და უფასურდება. და განწირული მამის ხმა: სად ხართ შვილებო?! ღმერთო დამეხმარე! თვითონაც ნანგრევებად ქცეულები, ვუყურებთ ეკრანს, რომელიც თავგნაწირული მაშველების ფონზე, გარდაცვლილების რიცხვის ზრდას გვაცნობს. ვუყურებთ და ვერაფერს ვფიქრობთ. ახლა სხვა ყველაფერი […]
მარიამ გაფრინდაშვილი – “ამორალურები ხართ ის ჟურნალისტები, ვინც თქვენივე კოლეგას წყევლით და ლანძღავთ”
მარიამ გაფრინდაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “გუშინ რომ ამ უბედური კაცის ინტერვიუს აზიარებდით საკუთარ კედლებზე მაშინ არ გაწუხებდათ მორალი? ??არც მაშინ უნდა ჩაეწერა ეს კაცი მედიას? ???რეალურად თქვენ თვითონ ხართ საზოგადოება რომელიც მორალური სიკვდილისთვის იმეტებთ ადამიანებს !!!!!! ყველაზე ამორალურები ხართ ის ჟურნალისტები ვინც ახლა თქვენივე კოლეგას წყევლით და ლანძღავთ -და კიდევ -რომელი არ მისულხართ ჭირისუფალთან ინტერვიუზე? ძაან […]










