ვიკა ბუკიამ ფეისბუქში დაწერა:
“სახელმწიფოს გადაგვარების ყველაზე საზარელი ეპიზოდი:
ტრაგედიის შემდეგ, რამდენიმე საათში რეესტრში სასწრაფოდ დაიწყეს დოკუმენტაციის მოწესრიგება; ანუ გესმით, ჰო? იქ ადამიანები ნანგრევების ქვეშ იხოცებოდნენ, ითხოვდნენ შველას და სახელმწიფო იყო დაკავებული კორპუსის დოკუმენტების მოწესრიგებით, დანაშაულის ჩამორეცხვით. ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს დააწიეს ხარვეზი კედლის გამონგრევის პროექტზე. ადამიანები იყვნენ გადასარჩენი და ესენი საკუთარი ტყავის გადარჩენას ცდილობდნენ.
და ამ ყველაფრის შემდეგ დასკვნებიც ვერ გამოვიტანეთ სწორად. ხან დამწყებ ჟურნალისტს ეცნენ საჯიჯგნად და ხან კალას უწერენ გულებს გაუქმებული თბილისობის გამო.”

