“ქართული ოცნების” წევრის, დეპუტატ ნინო წილოსანის აზრით, კრიმინალის რომანტიზებაა შემორჩენილი, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟირიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია არ მოეწონებოდა. ამ თემაზე მან სტატუსი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “როგორც ჩანს, ბნელი 90-იანების კანონდაუმორჩილებლობის და კრიმინალის რომანტიზებაა შემორჩენილი , თორემ ნიკანორი როგორ უნდა მოგწონდეს”, – წერს ნინო წილოსანი.
კატეგორია: სოციალური მედია
ნიკა გვარამია – „მარტო მაჟორიტარებში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 80 ათასს გადაცდა“
“ერთმა ყელში მომიჭირა, დანარჩენები თავში და წელში მირტყამდნენ” – შაკო კუჭაშვილი
შაკო კუჭაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “დიდი მადლობა ყურადღებისთვის ყველას გიპასუხებთ აუცილებლად. ის მოხდა, რასაც ყველა ველოდით, “ჭყიპინამ” ზონდერ-ჯგუფი მოქმედებაში მოიყვანა. ე.ი რა მოხდა – საოლქო კომისიაში ვიცავდი ქართული ოცნების ხმებს, ვიცავდი ვერაგი ოპოზიციონრებისგან, გარეთ შეკრებულ ჯგროს მოვუწოდე, კომისიისთვის მიეცათ მშვიდად მუშაობის საშუალება – ამ დროს, ყველა მხრიდან, ჩემთვის უცნობი პირები დაიძნრნენ, ერთ-ერთმა ყელში მომიჭირა, დანარჩენები მირტყამდნენ […]
ბაიდენი – “უნდა შევწყვიტოთ ოპონენტების მტრებად მოხსენიება”
ნიკა გვარამია – “წადით მშვიდობიანად, არაფერი ყრია ამ ხელისუფლებაში ასეთი!”
ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “წადით მშვიდობიანად, არაფერი ყრია ამ ხელისუფლებაში ასეთი! წადით და თქვენი თავიც გადაირჩინეთ და ქვეყანაც აარიდეთ მოვლენათა არასასურველ განვითარებას! წადით, იმიტომ რომ დღესავითაა უკვე ნათელი, რომ ხალხი არ დათმობს ძალადობით წართმეულს, ის ხალხი, ვინც ხელისუფლების ერთადერთი წყაროა! წადით და დაგვეხსენით, ბატონო ივანიშვილო, El general en su laberinto”
ირაკლი ოქრუაშვილი – „ისე მიყავს საქმე, ჩაის თავისი ხელით მოგვართმევს“
ნიკა გვარამია – “ვეძებეთ და ვიპოვნეთ მთავარი გამყალბებლები”
ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს: “ვეძებეთ და ვიპოვნეთ მთავარი გამყალბებლები: ⛔️ გიორგი ჯავახიშვილი- ცესკოს მდივანი: მთავარი ოდეერი და გამყალბებელი, თამარ ჟვანიას რეალური მმართველი (არა და, თანამდებობრივად პირიქითაა) გიორგიო ჯავახიშვილია. მისი და საკრებულოს თავმჯდომარის, ტყემალაძის ცოლია. პირდაპირაა მიერთებული სუსზე და პარტიაზე. ⛔️ ეკა ცაბაშვილი – საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი: ჯავახიშვილის მარჯვენა ხელი, რეალურად მართავს გაყალბების მთავარ პარტიულ […]
გია ხუხაშვილი – “მიშას ვებრძოდით იმიტომ, რომ აკეთებდა იმას, რასაც დღეს ბიძინა აკეთებს”
გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს, რომლებიც მზად არიან მოქმედ ხელისუფალს თვალი დაუხუჭონ ყველა მამაძაღლობაზე, რადგან სხვა შემთხვევაში “საძულველი მიშა დაბრუნდება”. ჩვენ მაშინ მიშას იმიტომ კი არ ვებრძოდით, რომ პიროვნულად “არ გვევასებოდა”, არამედ იმიტომ, რომ აკეთებდა იმას, რასაც დღეს ბიძინა აკეთებს. ურჩხულის დამარცხება მხოლოდ წესების შეცვლით შეიძლება. და თუ ამას მისივე მეთოდებით აკეთებ, […]
ელისო კილაძე – “თამარ ჟვანია უნდა წავიდეს ციხეში!”
ინგა გრიგოლია – “მოგებული არჩევნები თავხედურად გაუყალბეს და ახლა იჭერენ?”
ინგა გრიგოლიამ პროკურატურის მიერ ნიკა მელიას დაკავების მოთხოვნა ფეისბუქში ასე შეაფასა: “მოგებული არჩევნები თავხედურად გაუყალბეს და ახლა იჭერენ? პროკურატურამ სასამართლოს მიმართა Nika Melia -სთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და ჰოი საოცრებავ,პროცესი დღესვე ჩაინიშნა,ხუთ საათზე. Nika Melia შენ არ ხარ პარტია ჩემთვის, პარლამენტიდან უსამართლოდ გამოშვებული კაცი ხარ , ამიტომ გგულშემატკივრობ ,მითუფრო,გლდანში გაყალბებული არჩევნების ფონზე.მაგრად იყავი!”










