“ერთმა ყელში მომიჭირა, დანარჩენები თავში და წელში მირტყამდნენ” – შაკო კუჭაშვილი

"ერთმა ყელში მომიჭირა, დანარჩენები თავში და წელში მირტყამდნენ" - შაკო კუჭაშვილიშაკო კუჭაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“დიდი მადლობა ყურადღებისთვის ყველას გიპასუხებთ აუცილებლად.
ის მოხდა, რასაც ყველა ველოდით, “ჭყიპინამ” ზონდერ-ჯგუფი მოქმედებაში მოიყვანა.
ე.ი რა მოხდა – საოლქო კომისიაში ვიცავდი ქართული ოცნების ხმებს, ვიცავდი ვერაგი ოპოზიციონრებისგან, გარეთ შეკრებულ ჯგროს მოვუწოდე, კომისიისთვის მიეცათ მშვიდად მუშაობის საშუალება – ამ დროს, ყველა მხრიდან, ჩემთვის უცნობი პირები დაიძნრნენ, ერთ-ერთმა ყელში მომიჭირა, დანარჩენები მირტყამდნენ თავის არეში მუშტებს და წელის არეში – ფეხებს, ალბათ 15-20-მდე ადამიანი.
აი, ეს მოხდა რეალურად. ეჭვი მაქვს, იქ მყოფი ოპოზიციური ტელეარხები რეალობას სხვაგვარად დახატავენ. ამიტომ ვწერ ამ პოსტს.
პასუხი აუცილებლად იქნება, აუცილებლად!
რაც შემეხება – უკეთ ვარ, ნუ ნერვიულობთ.
ბრძოლა გრძელდება სრულ გამარჯვებამდე.”