კატეგორია: სოციალური მედია

“დავით სოკოლოვი მწვავე ინფარქტით მეორედ მოხვდა საავადმყოფოში” – მაკა რაზმაძე

მაკა რაზმაძემ ფეისბუქში დაწერა: “ჩემი უსაყვარლესი უფროსი მეგობარი და ყველასთვის საყვარელი ყველა დროის ტელევარსკვლავი დავით სოკოლოვი მწვავე ინფარქტით მეორედ მოხვდა საავადმყოფოში ამ მოკლე დროის მანძილზე.აქამდე ოჯახს არავინ შეუწუხებია ამ პრობლემით მაგრამ ყველა რესურსი ამოიწურა და მინდა ვთხოვო დახმარება სახელმწიფო სტრუქტურებს,მათ ვინც იცის რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს,რა დახმარება ეკუთვნის 83 წლის ადამიანს პენსიის და საყოველთაოს […]

ირაკლი ოქრუაშვილი – „მომავალი დეპუტატების ნახევარი ისე დაასრულებს მოღვაწეობას, კანონი არათუ დაწერილი, წაკითხულიც არ ექნება“

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელსი წერს: „პარლამენტში თუ ვერ მოვხვდი, პარლამენტში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება უნდა დავაარსო. მომავალი დეპუტატების მინიმუმ ნახევარი ისე დაასრულებს მოღვაწეობას, კანონი არათუ დაწერილი, წაკითხულიც არ ექნება.„

ნიკა გვარამია – „მეასე ნომრით შევედი პარლამენტში და “სოტოვის” მეძახდნენ”

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: “მეგობრებო, ყველასი იმედგაცრუებაც და გაბრაზებაც მესმის და არც მე მომწონს პრაქტიკულად არც ერთი პარტიის სია. მაგრამ, ენდეთ ჩემს 17-წლიან გამოცდილებას პოლიტიკაში ყოფნის/დაკვირვების/ანალიზის: არასდროს საპარლამენტო სია არჩევნებს არ იგებს. მეტიც, არათუ გადამწყვეტ, პრაქტიკულად მეტნაკლებად მნიშნელოვან როლსაც არ თამაშობს. არც სიების შედგენაზე და მერე მათ განხილვაზე ტოქსიკური პროცესი არ არსებობს ქართულ […]

ნიკოლოზ მჟავანაძე – „ჩვენ გვექნება რესტორანი ,,შემოიხედე გენაცვლე” და არა პარლამენტი“

როგორც ცნობილია, პარტიებმა ცესკოში საარცევნო სიები წარადგინეს. ამის შესახებ უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელსი წერს: „ჩვენ გვექნება რესტორანი ,,შემოიხედე გენაცვლე” და არა პარლამენტი. ყოველდღიურად გაგვართობენ მუსიკოსები, სპორტსმენები, ჯამბაზები, მსახიობები და ათას … გადამხტარი პოლიტიკოსები“.

ირაკლი ოქრუაშვილი – „ვანო ჩხარტიშვილის კალკულატორით მხოლოდ ფულის დათვლა შეიძლება და არა საარჩევნო რეიტინგების“

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: სრულიად სუსის სააგენტოები დაატარებენ, თან ასპონსორებენ, გუშინ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ “ვანჩხარტი და კომპანიის” ჩატარებულ კვლევებს და რეიტინგებს. გაიხსენეთ (ქოცებო) 19 ივნისს თქვენივე უგნურებით რაც ქენით და რის გამოც 20 ივნისი ისე დადგა, როგორც დადგა. ეგრე თუ განაგრძობთ, 1 ნოემბერს რუსთაველზე რომ დაიწყება არჩევნების შედეგების შეჯამება, მერე […]

ნინო ჯანგირაშვილი – “რა ბედნიერებაა, რომ ივანიშვილის წასვლამდე ერთ თვეზე მეტი აღარ დარჩა”

ნინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “რა ბედნიერებაა, რომ ივანიშვილის წასვლამდე ერთ თვეზე მეტი აღარ დარჩა. 2016 ში დავწერე, რომ ბიძინას წასვლამდე ერთი თვე იყო დარჩენილი? არ დამიწერია, იმიტომ, რომ ასე არ იყო. ახლა ვწერ.”

ზურა შევარდნაძე – “მოდიან, მიყვებიან ცის და ქვეყნის ამბავს, საღამოს არაფერი აღარ მახსოვს”

ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს: „მეტისმეტად გულმავიწყი კაცი ვარ.. მოდიან, მიყვებიან ცის და ქვეყნის ამბავს, საღამოს არაფერი აღარ მახსოვს, ვინ ვისი რაა, ვინ ვის დაუმეგობრდა, გაყვა, შეიყვარა, გადაიყვარა, შეერთო, გაეყარა, არაფერი, საერთოდ არაფერი არ მახსოვს.. ვერც დაბადების დღეებს ვერ ვიმახსოვრებ. ერთი რაც არასდროს არ მავიწყდება, ვის რა ყვავილი უყვარს, ვის როდის რა თაიგული გავუგზავნე, ვისთვის […]

ნინო ჟვანია-ქადაგიძე – “წუხელ კინაღამ უსახლკაროდ დავრჩით…”

ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია ფეისბუქში წერს, რომ მათ სახლს ცეცხლი გაუჩნდა: “წუხელ ჩვენს სახლს ცეცხლი გაუჩნდა და სახანძრო სამსახურის ოპერატიულობა რომ არა, უსახლკაროდ დავრჩებოდით. ძალიან პროფესიონალურად იმუშავეს. მადლობა”

გიგი უგულავა – “კალაძემ ხელშეუხებლობის გარანტია მისცა ზონდერობას, პირდაპირ დავალება მისცა ტელევიზიებზე…”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლების მსგავსი საქციელით მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება. მისი თქმით, დამნაშავეები მკაცრად აგებენ პასუხს. “კალაძემ ორი დღის წინ თათბირი ჩაატარა და ხელშეუხებლობის გარანტია მისცა ზონდერობას. პირდაპირ დავალება მისცა ტელევიზიებზე. ფორმულა, მთავარი, პიტველი – პირდაპირ განუსაზღვრა სამიზნეები. ხელისუფლების მხრიდან ასეთი საქციელით, მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება. მკაცრად […]

მარიამ ბაშარული – “მიწიდან ამოგთხრი, ჯოჯოხეთს მოგანატრებ!”

რუსთავში ავარიაში დაღუპული ელენე ბაშარულის ბიძაშვილმა მარიამ ბაშარულმა ფეისბუქში დაწერა: “მიწიდან ამოგთხრი, ჯოჯოხეთს მოგანატრებ !!” 28 სექტემბერს სა­ღა­მოს რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლი ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე გელენე ბაშარულს და­ე­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც მძღო­ლი ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ელენე ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი პოლიციამ დღეს, 29 სექტემბერს, დააკავა. ელენეს დედ-მამა არ ჰყავს და მას მარიამი ზრდიდა.