“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლების მსგავსი საქციელით მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება.
მისი თქმით, დამნაშავეები მკაცრად აგებენ პასუხს.
“კალაძემ ორი დღის წინ თათბირი ჩაატარა და ხელშეუხებლობის გარანტია მისცა ზონდერობას. პირდაპირ დავალება მისცა ტელევიზიებზე. ფორმულა, მთავარი, პიტველი – პირდაპირ განუსაზღვრა სამიზნეები. ხელისუფლების მხრიდან ასეთი საქციელით, მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება. მკაცრად აგებთ პასუხს-დედა გეტირებათ”, – წერს გიგი უგულავა.

