ანა დოლიძის დედის ბინა გაქურდეს. ამის შესახებ ანა დოლიძემ ფეისბუქში დაწერა: “ბინა სადაც დედაჩემი ცხოვრობს გაქურდეს გუშინ ღამე. ზუსტად რას ეძებდნენ პენსიონერი ქალის ერთოთახიან ბინაში გაუგებარია. ბინა რეესტრშიც და დეკლარაციაშიც ჩემ სახელზეა. My mother’s one bedroom apartment in the outskirts of Tbilisi was robbed yesterday.”
კატეგორია: სოციალური მედია
ნიკა გვარამია – “საქმე პრაქტიკულად გახსნილია”
ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: :საქმე პრაქტიკულად გახსნილია. დაელოდეთ ხვალინდელ პიეფს და მთავარ აქცენტებს. ბოზიშვილი ვიყო, რომ მომკლათ, მაგ საქმეზე მკვლელის და ხელის დამფარებლის სახელს და გვარს მაინც დაგიდებთ. მიდით ახლა და ანძრიეთ საბოტაჟის საქმეებით და ჩემი პირადი ცხოვრების ვიდეოებით.” მეგი გოცირიძემ კომენტარში დაუწერა: “უუუუჰ , შენ გენაცვალე ნიკა, ქოცების მოციმციმე არითმია და სიკვდილის ანგელოზი ხარ […]
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი – “ახლა რასაც ვიტყვი, ამისთვის კალაშნიკოვს დამიმიზნებენ”
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ფეისბუქში წერს: „ალბათ ახლა რასაც ვიტყვი, ამისთვის კალაშნიკოვს დამიმიზნებენ, მაგრამ აბასთუმანი, ასევ ულამაზესი ბუნებით და საოცრად სუფთა ჰაერით, ტუბერკულოზს არ კურნავს. ვისაც ეს სჯერა, ის მაინც სვამს ანტიტუბერკულოზურ მედიკამენტებს და სწორედ ეს მედიკამენტები კურნავს და არა ჰაერი“, – აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. „რამდენიმე ხნის წინ ჩემს მიერ დადებულმა […]
თამარ ჩერგოლეიშვილი პარტიას ქმნის
თამარ ჩერგოლეიშვილი პარტიას ქმნის, რის შესახებაძე ფეისბუქზე დაწერა: ”მოკლედ, დიდი მსჯელობის შემდეგ, ჩამოვყალიბდი, რომ პარტიას ვქმნი, იმისთვის, რომ კვოტები გავაუქმო. ცხადია, პარტიის ამოცანა ქალების ემანსიპაცია იქნება, კონტრპროდუქტიული პოზიტიური დისკრიმინაციის გარეშე. დანარჩენს მოგვიანებით მოგახსენებთ.”
ლაშა ბაქრაძე – “ილიას სახლში ქართული მარში პარპაშებს, მას სულში ჩააფურთხეს”
ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე სოციალურ ქსელში ნეოფაშისტური და პროპუტინური ქართული მარშის ყრილობისთვის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიის დათმობას გამოეხმაურა. “სამარცხვინო და გულის ამრევია, როდესაც ილიას სახლში ქართული მარში პარპაშებს. ილია ჭავჭავაძეს სულში ჩააფურთხეს და ამას ქართული საზოგადოება დიიიიიდი სიმშვიდით ხვდება” – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
“თალკომდინხუი” – თალაკვაძე, კობახიძე, მდინარაძე და ხუნდაძე – ოქრუაშვილი ”ციხის ჩანახატებს” აქვეყნებს
ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე ”ციხის ჩანახატების” ნაწყვეტს აქვეყნებს და როგორც აანონსებს, ვრცელია და ნაწი-ნაწილ გამაქვეყნებს სოციალურ ქსელში. გთავაზობთ ერთ ნაწილს. ციხის ჩანახატების სერიიდან. გავა დრო და ჟამთააღმწერელი კვლავ დაწერს. იდგა ქრისტეშობიდან 2020 წლის მკათათვე. თბილისში გავრილოვის სტუმრობიდან ერთი წელი გასულიყო. მძიმე ჟამი ედგა საქართველოს. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მიუხედავად ქვეყანაში კვლავ დაძაბულობა და პოლიტიკური კრიზისი იგრძნობოდა, რადგან […]
ირაკლი ოქრუაშვილი – “თალკომდინხუი” ბიძინას ამერიკელი ლობისტი არ გეგონოთ… თალაკვაძე, კობახიძე, მდინარაძე და ხუნდაძე
ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ციხის ჩანახატების სერიიდან. გავა დრო და ჟამთააღმწერელი კვლავ დაწერს. იდგა ქრისტეშობიდან 2020 წლის მკათათვე. თბილისში გავრილოვის სტუმრობიდან ერთი წელი გასულიყო. მძიმე ჟამი ედგა საქართველოს. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მიუხედავად ქვეყანაში კვლავ დაძაბულობა და პოლიტიკური კრიზისი იგრძნობოდა, რადგან არ კლებულობდა დასავლეთიდან წამოსული კრიტიკის ტალღა და ქვეყნის შიგნით ხალხის შფოთი. ივანიშვილის გენიოს თავზე […]
ნინო გიორგობიანი – ”იაკობ ბრეგვაძე მამაჩემის დის შვილიშვილია”
ნინო გიორგობიანმა ფეისბუქში დაწერა: ”პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს. ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში […]
ლაშა ბერულავა – “დღეს გადამწყვეტი დღეა, არ მინდა, ექიმისგან მოვისმინო, ,,ვწუხვარ, დაგაგვიანდათ””
ლაშა ბერულავამ ფეისბუქში დაწერა: “ვინც იცის, ხომ კარგი და, ვინც არ იცის და აინტერესებს აქ ჩემი პასიურობის ამბები, მინდა ავუხწნა, რომ ბოლო დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დამატყდა თავს. ზოგის მიზეზი თავის დროზე ფეხებზე დაკიდებაა, ზოგის მიზეზი კი ის, რომ, როგორც ჩემთაობელთა უმეტესობა, არც მე ვყოფილვარ ფრთიანი ანგელოზი და არაჯანსაღი ცხოვრების წესს უფრო ვემეგობრებოდი, ვიდრე ვმტრობდი. […]









