ნინო ჯანგირაშვილი – “იმედის ინტერაქტივი ვჭამოთ?!”

ნინო ჯანგირაშვილი - "იმედის ინტერაქტივი ვჭამოთ?!"ნინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“linkedin-ის ქსელი ძალიან მომწონს. იქ თითქოს სხვა საქართველოა. საქმიანი, კვალიფიციური ხალხი წერს ძირითადად საქმეზე. რა თქმა უნდა, სამსახურის ძებნის განცხადება ადრეც შემხვედრია, მაგრამ ბოლო დროს ფაქტიურად ყოველი მეორე უმუშევრად არის დარჩენილი და სამსახურს ეძებს. ტენდენცია უფრო მძიმდება. სავარუდოდ მალე კიდევ უფრო დამძიმდება ხელისუფლების არასწორი გადაწყვეტილებებით. საქართველოს მთავრობა, იმედის ინტერაქტივი ვჭამოთ? ნეტა გამაგებინა რისი იმედი გაქვთ.”