კატეგორია: სოციალური მედია

ლია ლიქოკელი – “შუახნის კაცმა დამიჭირა ქუჩაში და მიზელდა ძუძუებს, მე ხმა ვერ ამოვიღე…”

პოეტი ლია ლიქოკელი სოციალურ ქსელში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას #მეც #metoo ეხმაურება საკუთარი ისტორიით: ,,მგონი ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ვიტყვი, რომ #მეც. #MeToo. გვიანი შემოდგომაა, მზიანი დღის ბოლო სკოლაში. მარტო ვარ კლასში, და ორი ჩემი კლასელი ბიჭი შემოდის და ოთახის კარს კეტავენ შიგნიდან. მიკვირს. რაღაც სხვანაირად შემოვიდნენ, კარი ჩაკეტეს და თავზე დამადგნენ. ერთი ამბობს: “კურტკები მაინც გავიხადოთ, […]

რას ყვება შილდაში ჩამომხრჩვალი 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის მეუღლე

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი ოჯახის წევრებმა სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ახალგაზრდა გოგონა შიშველი იყო და სხეულზე მრავლობითი დაზიანება ჰქონდა. მისი მეუღლე ყვება მათი ურთიერთობის ისტორიაზე.

ვენეცია ზესტაფონში

წვიმებმა დასავლეთ საქართველოს ბევრ ქალაქში პრობლემები შექმნა. ვენეცია ზესტაფონში ― წერს ფეისბუქში ზესტაფონში მცხოვრები და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს. მისი თქმით, ეს პრობლემა სანიაღვრე გზების არარსებობამ გამოიწვია.

ირაკლი ოქრუაშვილი: ,,სნობი და გოიმი… ბიძინაზე მაქვს საუბარი, სხვაზე არ გეგონოთ“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე პოსტს აქვეყნებს: – გივი ბერიკაშვილის და ლიკა ქავჟარაძის სამძიმარზე მისასვლელად მოიცალო და აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 ჯიშიანი ბიჭის სამძიმარზე არ მიხვიდე ან სნობი და გოიმი უნდა იყო ან იოგის გაკვეთილის გამო უნდა იყო დაკავებული. მესამე ვერსიაც მაქვს მაგრამ… ბიძინაზე მაქვს საუბარი, სხვაზე არ გეგონოთ, – წერს ოქრუაშვილი.

ნინი წიკლაური თემო ტუღუშს – “მინდა, შენნაირი ვიყო”

მოგეხსენებათ, მომღერალი ნინი წიკლაური ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, შვილიც შტატებში გააჩინა და მშობიარობის შემდეგ ჯერ საქართველოში არ დაბრუნებულა. ნინის პატარა საბას გაზრდაში მეუღლე თემო ტუღუში აქტიურად ეხმარება. 17 ოქტომბერს თემოს დაბადების დღე იყო, მომღერალმა ეს ქმარს საჯაროდ მიულოცა: „მგონია, რომ რამე თუ სადმე სიკეთე მაქვს გაკეთებული, შენით გადამიხადა ღმერთმა ამ სიკეთის სამაგიერო. ყველაზე დიდი ჯილდო […]

კობა სუბელიანი ემიგრაციაში წავიდა

კობა სუბელიანი 5 ოქტომბრის შემდეგ ნიუ-იორკში იმყოფება. სუბელიანის საქართველოდან წასვლას ბევრი ეხმაურება, მათ შორისაა ნიკა ქავთარაძე, რომელიც ერთ ისტორიას იხსენებს: – 2006 წლის იანვრის ბოლოა. სიონთან “კაიზერი” რომ იყო იქიდან გამოვედით მე და ჩემი მეგობარი. ღამეა. ვერც კი წარმოვიდგინე, მაგრამ იქ ჩასვლის შემდეგ ისეთი ყინვა ყოფილა, რომ გზები გაიყინა. სანაპიროზე, დაახლოებით სასწრაფოებთან, მანქანა მოგვიცურდა. რამდენიმე წრე […]

არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი – “გარაჟს ვყიდი, ვალები რომ გადავიხადო“

არქიმანდრიტი თამაზ ბიჩინაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ სიკვდილს გადაურჩა, სოციალურ ქსელში წერს: “შვიდი დღე. შვიდი დღე ომი მიდიოდა ჩემი სულისთვის. ჯოჯოხეთმა უარი თქვა, მაგის ადგილი აქ არ არისო! სხეული იღვიძებს და მგონი დედამიწაზეც არ არის ჩემი ადგილი. მოკლედ ”გარაჟს” ვყიდი ვალები რომ გადავიხადო. არქ. ანთიმოზი(ივერიელი)“, – წერს არქიმანდრიტი თამაზ ბიჩინაშვილი სოციალურ ქსელში.

რას გადაურჩა ლაშა ღლონტი – ”უძლიერესი ქარისა და ტურბულენტობის გამო ძლივს დავჯექით!!! მადლობა პილოტ ხარაიშვილს”

„უძლიერესი ქარისა და ტურბულენტობის გამო ძლივს დავჯექით!!! დიდი მადლობა ,,Airzena Georgia” ს და პირადად პილოტს ბატონ ხარაიშვილს უდიდესი პროფესიონალიზმისათვის!“ ― წერს მომღერალი ლაშა ღლონტი ფეისბუქში. ის ისრაელიდან მოფრინავდა, სადაც მაცხოვრის საფლავი მოილოცა.

ნანუკა ჟორჟოლიანი – ,,ნიჭიერმა” არსებობის მანძილზე ყველაზე დაბალი რეიტინგი დაწერა… უბრალოდ, აღარ უყურეს სხვა არხზე”

ნანუკა ჟორჟოლიანი ტვ ,,იმედის” ეთერში მეგაშოუ ,,ნიჭიერის” რეიტინგს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება: “ნიჭიერმა არსებობის მანძილზე ყველაზე დაბალი რეიტინგი იმიტომ კი არ დაწერა, რომ სტაფში რამე შეიცვალა, რამე ვერ გააკეთეს, რამე დააკლეს. დაწერა იმიტომ რომ ეს შოუ იყო რუსთავი2. ლოგო ამ არხის. მისი ორგანული ნაწილი. ამიტომ ძალიან დიდმა ნაწილმა უბრალოდ აღარ უყურა სხვა არხზე გადაცემას. მე […]

მაკა რაზმაძე – ”ციცი კობიაშვილი პროკურატურაში დაიბარეს და რა ხდება?!”

დაღუპული გიორგი გაბუნიას დედა მაკა რაზმაძის გადაცემაში სტუმრობის შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს – ამის შესახებ ჟურნალისტი ფეისბუქის გვერდზე წერს და მიზეზებით ინტერესდება. ,,ახლა გავიგე რომ ჩემი გადაცემის შემდეგ ამ გადაცემის ერთ-ერთი გმირი – დაღუპული გიორგი გაბუნიას დედა ციცი კობიაშვილი პროკურატურაში დაიბარეს და სავარაუდოდ საქმეა აღძრული მის წინააღმდეგ დანაშაულის დაფარვის მუხლით. რა ხდება? ეს გადაცემა იყო შაბათს.იმედია […]