ნინი წიკლაური თემო ტუღუშს – “მინდა, შენნაირი ვიყო”

მოგეხსენებათ, მომღერალი ნინი წიკლაური ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, შვილიც შტატებში გააჩინა და მშობიარობის შემდეგ ჯერ საქართველოში არ დაბრუნებულა. ნინის პატარა საბას გაზრდაში მეუღლე თემო ტუღუში აქტიურად ეხმარება. 17 ოქტომბერს თემოს დაბადების დღე იყო, მომღერალმა ეს ქმარს საჯაროდ მიულოცა:
„მგონია, რომ რამე თუ სადმე სიკეთე მაქვს გაკეთებული, შენით გადამიხადა ღმერთმა ამ სიკეთის სამაგიერო. ყველაზე დიდი ჯილდო ხარ ამ ცხოვრებაში და ყველაზე მეტად მინდა, შენნაირი ვიყო.
გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ძვირფასო, და ჩემთვის დაბადებულო. მიყვარხარ“.

mshoblebi.ge