კატეგორია: სოციალური მედია

„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო, არავის არ ვეხმარები….პირიქით ხელს შეუშლი” – ვანო ნადირაძე 

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლეგიონერი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს: „არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო, არავის არ ვეხმარები….პირიქით ხელს შეუშლი რომ აქ არ ჩამოვიდეს…..”

„როდესაც ხუთი მებრძოლი ერთ დღეს გეღუპება, გლოვა უნდა გამოაცხადო…“ – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „როდესაც ხუთი მებრძოლი ერთ დღეს გეღუპება, გლოვა უნდა გამოაცხადო… უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი უკრაინაშიც საქართველოს იცავდნენ…“

„ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ გრძელი კოვიდის ერთ-ერთი რისკფაქტორი არის პუტკუნა გოგოები“ – გიორგი ფხაკაძე

„პუტკუნა გოგოებო, დაიკელით წონაში, რატომ და როგორ, დეტალები იხილეთ ვიდეოში”, – ამ სათაურით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს: „ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ გრძელი კოვიდის ერთ-ერთი რისკფაქტორი არის პუტკუნა გოგოები. ჩემო უსაყვარლესო გოგოებო, ზედმეტი კილოები ჩამოყარეთ, იმიტომ რომ გრძელი კოვიდის შემთხვევაში თქვენ უფრო ხართ რისკის ქვეშ”, – აცხადებს ფხაკაძე ვიდეო მიმართვაში. ფხაკაძე აქვე […]

„უბედური დღე გამოდგა ეს 3 დეკემბერი, 5 ქართველი დაგვეღუპა ბახმუტში“

ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „უბედური დღე გამოდგა ეს 3 დეკემბერი 5 ქართველი დაგვეღუპა ბახმუტში სიტყვები არ მყოფნის, სიბრაზე მახრჩობს აცხონოს ღმერთმა საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების სულები! სიკვდილი მტერს!“

მამუკა ბახტაძე – „ტყუპები 3 წლის გახდნენ“

 საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში შვილების ფოტოებს აქვეყნებს. „ტყუპები 3 წლის გახდნენ”.

„უკვე 30 წელი უშენოდ… როდის ინებებს უფალი, რომ ხელახლა შევხვდეთ…“ – დავით თევზაძე

დავით თევზაძე სოციალურ ქსელში წერს: „უკვე 30 წელი უშენოდ… სულ მინდა დავაჟკაცებული წარმოგიდგინო… ვეღარ ვახერხებ… მეტს აღარ მოგწერ … მოთმინებით დაველოდები, როდის ინებებს უფალი, რომ ხელახლა შევხვდეთ…“

სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფი პროგრესირებით დამთავრდება მარაზმით, კახექსიითა და ადამიანის გარდაცვალებით“ – მარიამ ჯიშკარიანი

მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს: „პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მე – 3 პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე, უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრი „ემპათია“ -ს სასამართლო საექსპერტო კომისიამ 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით ჩაატარა კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, „სტამბოლის პროტოკოლის“ პრინციპების, ჯანდაცვის საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. […]

„გაურკვეველი „ჟიჟათი” აგვცრეს, სახლებში გამოგვკეტეს… ახლა იგივე ეპიდემიოლოგები გამოდიან და მალიანიანი ჩაი დალიეთო!“ – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს: „ბიზნესი გაგვიჩერეს, ეკონომიკურად და მორალურად დედა გვიტირეს, გაურკვეველი „ჟიჟათი” აგვცრეს, სახლებში გამოგვკეტეს, მშობლები და შვილები დაგვაშორეს, პირბადეებში, ხსნარებში და ხელთათმანებში ფული გვაყრევინეს, ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე ფილტვები გვიხეთქეს, გარდაცვლილები შავ პარკებში ჩაასვენეს და არ გვატირეს, ეს სიაფანდი სატურაცია წამში ერთხელ გვიზომეს და საწოლ ფონდებზე გაგვაგორეს. ბოლოს დაგვემუქრნენ ყველა მოკვდებითო… ახლა უარესი […]

ინგა გრიგოლია – „ბავშვების გამაუპატიურებელი, ქალების მკვლელი და ახლა უკვე ხანდაზმულ მონაზონზე მოძალადე კაცების ქვე-ყანა “

ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს: „ფუუ…. კაცთმოძულე გახდები ადამიანი, ამ დამპალი და მოძალადე კაცების ქვეყანაში  ბავშვების გამაუპატიურებელი, ქალების მკვლელი და ახლა უკვე ხანდაზმულ მონაზონზე მოძალადე კაცების ქვე-ყანა სახელმწიფო , რომელიც მარტო სლოგანებით ებრძვის ძალადობას!”

„როგორ მივედით აქამდე?!“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ხაშურში მომხდარ უმძიმეს ფაქტს ეხმაურება და წერს: „ის, რაც დღეს ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მოხდა, ეკლესიის ისტორიის ყველაზე მძიმე მოგონებებს აცოცხლებს. გარდა ეროვნული ტრაგედიისა, რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარ ფაქტს, რომლის მსგავსი მხოლოდ ქვეყნის სრულად განადგურების მოსურნე მტრის შემოსევების დროს თუ მომხდარა საქართველოში და ისიც […]