„ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ გრძელი კოვიდის ერთ-ერთი რისკფაქტორი არის პუტკუნა გოგოები“ – გიორგი ფხაკაძე

„ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ გრძელი კოვიდის ერთ-ერთი რისკფაქტორი არის პუტკუნა გოგოები“ - გიორგი ფხაკაძე„პუტკუნა გოგოებო, დაიკელით წონაში, რატომ და როგორ, დეტალები იხილეთ ვიდეოში”, – ამ სათაურით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს:

„ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ გრძელი კოვიდის ერთ-ერთი რისკფაქტორი არის პუტკუნა გოგოები. ჩემო უსაყვარლესო გოგოებო, ზედმეტი კილოები ჩამოყარეთ, იმიტომ რომ გრძელი კოვიდის შემთხვევაში თქვენ უფრო ხართ რისკის ქვეშ”, – აცხადებს ფხაკაძე ვიდეო მიმართვაში.

ფხაკაძე აქვე წერს:

„სამედიცინო დაწესებულებების სამარცხვინო სურათებს გავაზიარებ საჯაროდ…

კოვიდი არსად არ წასულა, ახალი ვარიანტები მოდის და მოდის…

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე!”, – წერს ფხაკაძე.