ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის შეყვარებული დეა აფციაური, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: – ჩემზეც დაიწყებთ ლაპარაკს რატომ მცალია პოსტების წერისთვის. მცალია იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი რითიც შემიძლია ჩემი ოთოს გვერდში დგომა ჩემი, ჩვენი და თქვენი ადამიანობა, დადებითი ემოციები და სიყვარულია. გული მეკუმშება ბოროტ ადამიანებზე ვისთვისაც ოთოს არასდროს არაფერი დაუშავებია და […]
კატეგორია: სოციალური მედია
“რიგითი მანჯგალაძე, აწამეს მოედნის ცენტრში…”
ჩემპიონთა ლიგაზე სამტრედიის მიერ აზერბაიჯანის ყარაბაღთან 0;5 წაგების შემდეგ ჟურნალისტმა მიშა ჟორჟოლიანმა ფეისბუქზე ასეთი პოსტი დადო: “ევროტურნირებზე გმირულად დაცემული ფეხბურთელების სტენდი რომ გავაკეთოთ? მაგალითად: მაიორი ცეცაძე, დაეცა ბაქოს ფრონტზე, შეტევის დროს… კაპრალი მიგინეიშვილი, დაცხრილეს კარში… რიგითი მანჯგალაძე, აწამეს მოედნის ცენტრში…”
ანჯელინა ჯოლი საქართველოში სამკურნალოდ ჩამოდის? – ,,მალე დაიწყება კონსულტაციები ამის თაობაზე!”
ქართველი ექიმი, ლელა გეჯაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი მისი დამზადებული წამლებით დაინტერესდა და სამკურნალოდ საქართველოში აპირებს ჩამოსვლას. – სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისეთი გახარებული ვარ, დღეს მომწერეს ოფიციალურ მეილზე და მითხრეს, რომ “ქავთასი”-ით მკურნალობა სურს ჰოლივუდის ვარსკვლავს ანჯელინა ჯოლის. როგორღაც არ ვიცი როგორ გაუგია ქავთასის შესახებ და ამ კონკრეტულმა ადაიანმა მითხრა, რომ მალე დაიწყება […]
ნინიკო ნაცარიშვილის ყოფილი ქმარი გიორგი ჩელებაძე ლევან ჯიბღაშვილის სკანდალს გამოეხმაურა
ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე ნინიკო ნაცრიშვილი ფეხბურთელ გიორგი ჩელებაძის პირველი ცოლი იყო. ნინიკო გიორგის 14 წლის ასაკში გაჰყვა ცოლად და მალევე დაშორდა. ლევანთან მომხდარი სკანდალის შემდეგ, გიორგიმ სოციალურ ქსელში, კეტრინ დენევის ციტატა გააზიარა. “საუკეთესო საშუალება შეინარჩუნო მამაკაცის სიყვარული – არ გაჰყვე ცოლად” ამ ორაზროვან ციტატაში გიორგი ალეგორიულად ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს. pia.ge
”ქართველთა მარში” არის თანამედროვე დიდგორი!’’
14 ივლისს თბილისში აღმაშენებლის გამზირზე საზოგადოების ნაწილი ”ქართველთა მარშს” აწყობს. აქციის ერთ-ერთი ორიგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. – სიმბოლურიცაა მარში აღმაშენებლის გამზირზე, სადაც ხელოვნურად სააკაშვილმა ჩაასახლა უცხოტომელები! ის უცხოტომელები რომლებიც კუდამოძუებულები გარბოდდნენ დიდგორიდან!!! თითქოს რევანშის შანსი მისცა დორბლიანმა ამ ურჯულოებს… – უკვე წარმომიდგენია როგორ ჩაივლის მსვლელობა… ათასობით გულანთებული პატრიოტი! ხელთ უამრავი ”დავითის დიდგორის დროშებით”… […]
გია მაისაშვილი: ,,ქართული მარში“ რუსების მავთულხლართებს სჭირდება“
ე.წ. ქართული მარშის ორგანიზატოებს სოციალური ქსელით მიმართავს პოლიტიკოსი გია მაისაშვილი და აცხადებს, რომ დღეს საზოგადოება თბილისში, პლეხანოვზე კი არ უნდა დარბოდეს, არამედ რუსულ ოკუპაციას უნდა აპროტესტებდეს. – თბილისში რომ ვიყო პლეხანოვზე კი არ დავიწყებდი სირბილს და მკერდზე ყალბად მჯიღის ცემას, მთავრობას მოსთხოვეთ რომ სამართლებრივად და ცივილიზებულად გადაჭრას პრობლემა, ქვეყნის სასარგებლოდ და ადამიანის ღირსების დაცვით, თუ […]
ირაკლი მაქაცარია სალომე ჭაჭუას წერს – “ბედნიერი ვარ, რომ შენნაირი ადამიანი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში”
“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეშვიდე სეზონის ფინალისტი, ირაკლი მაქაცარია. სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. სადაც მის ყოფილ მეტოქეებზე, მეწყვილეზე და ზოგადად პროექტის შესახებ წერს. – ჩემო უსაყვარლესებო! პირველ რიგში მინდა ბახუტას და ჯულიანას მივულოცო გუშინდელი გამარჯვება, ისინი მთელი სეზონის მანძილზე ნამდვილად დაუღალავად შრომობდნენ და ენერგიას არ იშურებდნენ იმისთვის რომ მაყურებლისთვის მიენიჭებინათ ის სიამოვნება რასაც სცენაზე წარმოადგენდნენ! თქვენ ნამდვილად […]
თამრიკო ჭოხონელიძე: “მერწმუნეთ, ჩემო შვილებო, ძმებო, ეს ძალიან დიდ არეულობამდე მიგვიყვანს!”
14 ივლისს 20 საათზე უცხოელების წინააღმდეგ ქართველთა მარშია დაგეგმილი, რომელიც 24-ე სკოლიდან იწყება. ქართველთა ულტიმატუმი უცხოელების წინააღმდეგ ქვეყნის დატოვების თაობაზე არის პასუხი 51 წლის ირანელის მიერ ბავშვების გაუპატიურების ფაქტზე. ამ თემას მისი მხრივ ეხმიანება მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე, რომელიც სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს გულისტკივილით აქვეყნებს: – და მაინც, გადასარჩენად სხვა გზა უნდა ვეძებოთ! მაგრამ ეს არ […]
“წვრილშვილიანნნნ”- შოუმენი ვანიკო თარხნიშვილი გოგონას მამა გახდა
ავთანდილ ხურციძე: „აქ ამდენ მკვლელსა და ნარკომანში ერთი უმწიკლო ბიჭიც ხომ უნდათ“
ქართველი მოკრივის წერილი ციხიდან ქართველმა მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, მეგობარს მერაბ დვალიშვილს ციხიდან წერილი გამოუგზავნა, რომელმაც ეს უკანასკნელი თავის Facebook-გვერდზე აქვეყნებს: – მადლობა ჩემს ყველა გულშემატკივარს, თურქეთში, უკრაინაში, ამერიკაში მყოფ გულშემატკივრებს. ბედნიერი ვარ, ამხელა სიყვარულს რომ გამოხატავთ ჩემ მიმართ. აქ მოხვედრას არასოდეს არავის და არც საკუთარ თავს ვუსურვებდი, მაგრამ მგონი, ღირდა იმის ფასად, რომ ამხელა სითბო […]










