კატეგორია: სოციალური მედია

სულა სულაშვილი პარიზში სენაში დახრჩობას გადაურჩა – “სულ რაღაც წამებში, ამ მდინარის ფსკერზე აღმოვჩნდი”

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნუგზარ სულაშვილი, მდინარე სენაში დახრჩობას გადაურჩა. ამ უცნაური შემთხვევის შესახებ სულაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს. ,,რამდენიმე საათის წინ, სულ რაღაც წამებში, ამ მდინარის ფსკერზე აღმოვჩნდი. ერთადერთი რასაც ვფიქრობდი იყო ის, რომ იოანეს არ შეშინებოდა და ჩემთვის გულს არ ემტყუნა, ნაპირამდე გამოვცურე მაგრამ მდინარის ნაპირი ძალიან მაღალი იყო და ბევრი ვიწვალე ამოსასვლელად. გამახსენდა […]

გვარამია – “ვაფრთხილებ ხელისუფლებას, თუ ვანო ჯავახიშვილის თავიდან ერთი თმის ღერი მაინც ჩამოვარდა…”

საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის ფეისბუკსტატუსთან დაკავშირებით, სადაც დეპუტატი ტელეწამყვან ვანო ჯავახიშვილის მოსალოდნელ მკვლელობაზე საუბრობდა, რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს. „ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას, თუ მისი სატელიტის ეს ბოდვა იმგვარ შედეგს გამოიღებს, რომ ვანო ჯავახიშვილის თავიდან ერთი თმის ღერი მაინც ჩამოვარდა, მერე საკუთარ თავს დააბრალოს. მთელი არხის სახელით, მოვითხოვ დაუყოვნებლივ რეაგირებას,“ – წერს ნიკა გვარამია […]

ემზარ კვიციანი – ”ვანო ჯავახიშვილი მომავალი მსხვერპლი იქნება”

საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს. მისი თქმით, რუსთავი 2-ში მკვლელობა იგეგმება და სავარაუდო მსხვერპლი შესაძლოა ვანო ჯავახიშვილი იყოს: “მეგობრებო დიდი ყურადღება გვმართებს! შესაძლებელია საქართველოს ამჟამინდელი, და ბოლო 25 წლის მტერი საქართველოსი, სახელად სოროსი, გადავიდეს რადიკალურ ზომებზე! მისი ძალები საგრძნობლად შესუსტდა მთელ მსოფლიოში, და ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მოიმოქმედოს? სისხლის ღვრა […]

სალომე კორკოტაშვილი: “ნუ მემუქრებით და ნუ მაგინებთ!”

მომღერალი სალომე კორკოტაშვილი Facebook-ზე “ქართული მარშის” ორგანიზატორების ირგვლივ ატეხილ აურზაურს გამოეხმაურა. მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მომღერლის მამა, “სამოქალაქო სოლიდარობის” დამფუძნებელი გია კორკოტაშვილია, რომელიც ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანამოაზრეებთან ერთად გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელს თათია დოლიძეს შეურაცხყოფას აყენებდა. “არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი გულის ტკივილი! მირეკავენ ჟურნალისტები და აინტერესებთ რას ვფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით! მე საქართველოს სიყვარული ჩემმა მშობლებმა მასწავლეს. […]

სალომე ზურაბიშვილი – ”დღეს მე ვარ თათია დოლიძე”

„ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მხრიდან თათია დოლიძის მიმართ მუქარის ფაქტს საქართველოს პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა: „დღეს მე ვარ თათია დოლიძე ! რამეთუ მიმაჩნია, რომ ქართველობა ზრდილობისგან განუყოფელია … და ქართველობის დაცვა ქართული ღირებულებების დაცვით იწყება … თუ არა და რას ვიცავთ გაუგებარი ხდება!“- წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე.

“მარშის იდეოლოგიას რომ არ დაეთანხმა, იმ გოგონას სექსუალურ სცენებს ხატავენ პატარა კაცუნები”

ფეისბუქის მომხმარებელმა კერი მედისონმა ცოტა ხნის წინ ასეთი პოსტი დადო: – ძალიან მიმძიმს ამ სქრინის დადება. უბრალოდ, იმდენად გაოგნებული ვარ, იმდენად შეძრული კომენტარებით, რომ არ შემიძლია არ ვთქვა! აქ ვინც წერენ, ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც არ დაეთანხმა მარშის იდეოლოგიას, ამ გოგონას გაუპატიურების და სექსუალური სცენების დახატვით არიან დაკავებულები ამ სივრცეშივე, სადაც ზოგიერთ თქვენგანს ან შვილის ან […]

ინგა გრიგოლიას ქალიშვილი, მარიამი, ნიკოლოზ გამეზარდაშვილზე გათხოვდა

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას შვილი, მარიამ გრიგოლია დაოჯახდა. ამის შესახებ მარიამის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოსურათითა და მილოცვებით ხდება ცნობილი. მარიამმა ფეისბუქის პირად გვერდზე მისი და მეუღლის – ნიკოლოზ გამეზარდაშვილის ფოტო განათავსა. წყვილი დიდი ხანია ერთმანეთს ხვდება და უკვე ურთიერთობის დაკანონება გადაწყვიტეს. ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოყვა – მეგობრები და ნაცნობები ახალგაზრდებს დაოჯახებას ულოცავენ. ნიკოლოზ გამეზარდაშვილი შს მინისტრის […]

ნიკა გვარამია – ”თამარ ჩერგოლეიშვილმა კახა ბენდუქიძე გაატყავა… ეს ლუზერი გვასწავლის მუშაობას”

“ამ ისტერიულ ქალს უნდა შევუთანხმო ეტყობა, რა მიყვარს და რას ვყიდულობ”, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ტაბულას” დირექტორ თამარ ჩერგოლეიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. “ყველას შევახსენებ, იმ პარტიის ჩათვლით, რომლის დედა დედოფალიცაა, რომ ტვ ტაბულას დირექტორი იყო, გაატყავა კახა ბენდუქიძე და არა მარტო ის, ათი ათასი ქონდა ხელფასი და 1%-იანი რეიტინგი […]

თამარ ჩერგოლეიშვილი – ”რაც რუსთავს დღეს ჭირს, ბიძინას და მიშას გარდა, გვარამიას სიხარბის ბრალია… ისტერიჩკა ხარო, რომ მეუბნება, ამაზე თქვენ იცინეთ”

თამარ ჩერგოლეიშვილმა ნიკა გვარამიას ფეისბუქით ასე უპასუხა: “1. ჩემი ხელფასი 2010 წლამდე, ანუ ტაბულამდე იყო თვეში 9 ათასი ევრო – 25000 ლარზე მეტი. ევროპის საბჭო მიხდიდა და არა საქართველო. 2. ტაბულას გაკეთება როცა შემომთავაზეს და ხელფასზე საუბარი დავიწყეთ – საკუთარი ინიციატივით შევიმცირე 50 პროცენტზე მეტით, 11000 ლარამდე. 3. 2012 წელს, როდესაც ტელევიზია გავაკეთეთ და ხარჯი […]

მიშა გომიაშვილი: „ასე რამ დაგაბრმავათ ? მარტო მე ვამჩნევ და ვხედავ რაც ჩვენს ქალაქში ხდება“?

მსახიობი მიშა გომიაშვილი საკმაოდ ვრცელ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში. პრობლემა შეეხება აღმაშენებლის გამზირზე გახსნილი ღამის ბარებს, სადაც თითქმის ყველგან საროსკიპოა გახსნილი. ბარების მფლობელები ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არიან. – არ ვიცი…. გნებავთ ღია წერილი დაარქვით, გნებავთ დახურული ელვა დეპეშა… ეს ჩემი წუხილი და სატკივარია და დარწმუნებული ვარ არა მარტო ჩემი. ეს ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით […]