კატეგორია: სპორტი

სანდრო მამუკელაშვილმა ნბა-ში პირველი მატჩი ითამაშა – ბაქსმა ნეტსს გადაუარა

სანდრო მამუკელაშვილმა ნბა-ში პირველი მატჩი ითამაშა - ბაქსმა ნეტსს გადაუარა

დღეს, 20 ოქტომბერს, NBA-ს ახალი, 2021/22 წლების სეზონი დაიწყო. პირველი შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა “მილუოკი ბაქსმა” “ბრუკლინ ნეტსს” უმასპინძლა და 23-ქულიანი სხვაობით, 127:104 დაამარცხა. “ირმების” შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 7 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 1 მოხსნითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით დაეხმარა. მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ. ლიგის ორგზის საუკეთესო […]

“მესამე სეტი გაუსაძლისი გამოდგა” – ნიკა ბასილაშვილმა ინდიან უელსის ფინალი წააგო

ბასილაშვილი ხაჩანოვის დამარცხების შემდეგ 175.000 დოლარს მიიღებს

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა “ინდიან უელსის” ტურნირის ფინალი ქემერონ ნორისთან წააგო.  წაგების შემდეგ მან ასეთი კომენტარი გააკეთა: “მესამე სეტში თამაში ჩემთვის ძალიან რთული გახდა. ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. ვეცადე, კორტიდან გავსულიყავი, ცოტა ამომესუნთქა, თუმცა ეს ფიზიკური დისკომფორტი ვერ დავძლიე. წინა მატჩებშიც მაწუხებდა, მაგრამ მესამე სეტში უკვე გაუსაძლისი იყო. არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ თავს მართლა ცუდად […]

მიეცი ხმა და მოხატე სტადიონი შენს უბანში!

მიეცი ხმა და მოხატე სტადიონი შენს უბანში!

   ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ნიკო კალათბურთის სტადიონების მოხატვას აგრძელებს ·         მეხუთე სტადიონი, რომელიც პროექტის ფარგლებში მოიხატება, გამოკითხვით შეირჩევა ·         ხმის მიცემა artball.ge-ზე მიმდინარეობს და 22 ოქტომბერს დასრულდება ·         ოთხი მოხატული სტადიონი ‘ნიკოსგან’ – RESPONSIBLE.GE-ს პროექტი გრძელდება გამოკითხვაში, რომელიც artball.ge-ზე ტარდება და 22 ოქტომბერს დასრულდება, თბილისის ოთხი უბნის სტადიონი მონაწილეობს – დიდუბის (აგლაძის ქუჩა), გლდანის (V მიკრო), ისნის (ნაკადულის IV გასასვლელი) […]

ნიკა ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალში გავიდა

ბასილაშვილმა ციციპასს მოუგო და ინდიან უელსის ნახევარფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ ფინალში გავიდა. ბასილაშვილმა ნახევარფინალში ამერიკელი ჩოგბურთელი ტეილორ ფრიტსი 2 სეტში, ანგარიშით: 7:6, 6:3 დაამარცხა. ფინალში მისი მეტოქე დიდი ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება. აქამდე ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს როტერდამში დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება დიდ ბრიტანელს დარჩა. ფინალური შეხვედრა დღეს გაიმართება. იპნ

უპრეცედენტო ტურნირი ქართულ კიბერსპორტში – საპრიზო ფონდი 100 000₾

უპრეცედენტო ტურნირი ქართულ კიბერსპორტში - საპრიზო ფონდი 100 000₾

ევროპაბეთისა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის ურთიერთთანაშრომლობის შედეგად, კიბერსპორტში უპრეცედენტო ტურნირი იწყება, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება. მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა, რაც ქართული კიბერსპორტის განვითარებასა და მოთამაშეების დონის ამაღლებაში უდიდეს წვლილს შეიტანს. EUROPEBET WINTER CUP – ასე ერქმევა ტურნირის ფინალურ ეტაპს, რომელიც ლანში ჩატარდება. მასში მოსახვედრად ერთთვიანი ონლაინ ეროვნული ლიგის წარმატებით გავლა იქნება […]

ბასილაშვილმა ციციპასს მოუგო და ინდიან უელსის ნახევარფინალში გავიდა

ბასილაშვილმა ციციპასს მოუგო და ინდიან უელსის ნახევარფინალში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა “ინდიან ველს მასტერსის” 1/4 ფინალში ბერძენი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი სტეფანოს ციციპასი სამი სეტის ჯამში ანგარიშით 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა. ბასილაშვილი ტურნირის ნახევარფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევს და ამერიკელ ტეილორ ფრიტსს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი 160.000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 8.359.455 […]

ბასილაშვილი ხაჩანოვის დამარცხების შემდეგ 175.000 დოლარს მიიღებს

ბასილაშვილი ხაჩანოვის დამარცხების შემდეგ 175.000 დოლარს მიიღებს

ინდიან უელსის მასტერსის 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუს კარენ ხაჩანოვს სძლია და კარიერაში პირველად გავიდა მასტერსის 1/4-ფინალში. ეს გარჯა ქართველს კარგად დაუფასდება და მისი საბანკო ანგარიშიც საკმაოდ მსუყე თანხით შეივსება. ნიკამ 175.000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა უკვე გამოიმუშავა, ეს ყველაფერი კი უკვე ცოცხალ რეიტინგზეც არის ასახული. უკვე ცნობილია, რომ ორშაბათს, როდესაც ATP-ის ახალი რეიტინგი […]

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ავიაკატასტროფას გადაურჩა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ავიაკატასტროფას გადაურჩა

საქართველოს ნაკრებს, რომელიც კოსოვოში გაემგზავრა, პრიშტინას აეროპორტში დაშვების პრობლემა შეექმნა. საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. როგორც Visioner-ის “ტვიტერიდან” ვიგებთ, უამინდობის გამო, თვითმფრინავი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში წრიულად მოძრაობდა, ამის შემდეგ კი უსაფრთხოდ დაშვება შეძლო. შეგახსენებთ, დღეს, 12 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები კოსოვოს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. სპორტალი

საქართველო-საბერძნეთის მატჩი ბათუმში მაყურებლის გარეშე ჩატარდება

ბათუმში 9 ოქტომბერს საქართველო-საბერძნეთს მაყურებლის 33% დაესწრება

ბათუმში დღეს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება – ამის შესახებ განცხადებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს. “ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მატჩზე  მაყურებლის 33%-ის დაშვების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა. მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. […]

გიორგი შერაზადიშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

გიორგი შერაზადიშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გიორგი შერაზადიშვილმა (81) რუსი ადამ ცეჩოევი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. შერაზადიშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, შემდეგ კი მექსიკელ ხავიერ როსასს, ბოსნიელ მუსტაფა ჰებიბს, ყაზახ აიან ბაიგაზის და უკრაინელ არტიომ ბუბირს სძლია. სამწუხაროდ, მედლების გარეშე დარჩნენ ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ) და ლაშა მღებრიშვილი (90 კგ). შეგახსენებთ, […]