ნიკა ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალში გავიდა

ნიკა ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალში გავიდაქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ ფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა ნახევარფინალში ამერიკელი ჩოგბურთელი ტეილორ ფრიტსი 2 სეტში, ანგარიშით: 7:6, 6:3 დაამარცხა. ფინალში მისი მეტოქე დიდი ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება.

აქამდე ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს როტერდამში დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება დიდ ბრიტანელს დარჩა.

ფინალური შეხვედრა დღეს გაიმართება.

იპნ