კატეგორია: სპორტი

უსმან დემბელე ორ კვირას იუქმებს

უსმან დემბელე ორ კვირას იუქმებს

ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა უსმან დემბელემ ლეგანესთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ დემბელეს კოჭის მცირე ტრავმა აქვს და სავარაუდოდ მას 15 დღე მოუწევს უქმად ყოფნა. დემბელემ ლეგანესთან კარგი შეხვედრა ჩაატარა და გოლის გატანაც შეძლო. ბოლო პერიოდში ის მშვენიერ ფორმაშია და მისი ტრავმა ბარსელონასთვის დიდი დანაკლისი იქნება. უსმან დემბელეს წლევანდელ სეზონში […]

ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”ლუკაკუს გაყიდვას არ ვაპირებთ”

ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”ლუკაკუს გაყიდვას არ ვაპირებთ”

მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მანჩესტერი რომელუ ლუკაკუს გაყიდვას არ აპირებს და ის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ბოლო პერიოდში ლუკაკუ ხშირად ვერ ხვდება სასტარტო შემადგენლობაში და მისი წასვლის შესახებ უკვე ალაპარაკდნენ: ”ლუკაკუს არავინ არ გაყიდის და ის ჩვენ გვჭირდება. მისი გარჯით ძალიან კმაყოფილები ვართ და ვარჯიშებზე ის ბოლომდე იხარჯება. მისი თამაშის სტილი […]

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბერძენ სტეფანოს ციციპასთან 3:6, 6:3, 7:6, 6:4 დამარცხდა. შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. პირველი და მეორე სეტი ჩოგბურთელებმა გაცვალას და თითო-თითო ბრეიკით იმარჯვეს. მატჩში გარდამტეხი მესამე პარტია გახლდათ, რომელსაც ბერძენი 5:2-ს იგებდა. ნიკამ მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა, სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ბასილაშვილს ძალა აღარ ეყო […]

კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსთან ერთად პირველი ტიტული მოიგო

კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსთან ერთად პირველი ტიტული მოიგო

იუვენტუსმა იტალიის სუპერთასზე მილანი დაამარცხა 1:0 და შეხვედრაში ერთადერთი გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა. რონალდოსთვის ეს პირველი ტიტულია იუვენტუსის შემადგენლობაში. მატჩის შემდეგ რონალდომ განაცხადა, რომ მისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია და ის კიდევ ბევრი ტიტულის მოგებას აპირებს მომავალში: ”მიხარია, რომ ჩემი გოლის წყალობით იუვენტუსმა გაიმარჯვა და ტიტული მოვიპოვეთ. მომავალში იუვენტუსთან ერთად კიდევ არაერთხელ გავიმარჯვებ და ამაში დარწმუნებული […]

ხორდი ალბა: ”მინდა კარიერა ბარსელონაში დავასრულო”

ხორდი ალბა: ”მინდა კარიერა ბარსელონაში დავასრულო”

ბარსელონას მცველმა ხორდი ალბამ თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ მას ბარსელონაში სურს კარიერის დასრულება. ალბას თქმით, ის სხვა გუნდში საკუთარ თავს ვერ ხედავს და მისი მომავალი მხოლოდ ბარსელონას უკავშირდება: ”მინდა, რომ კარიერა ბარსელონაში დავასრულო, რაფგან ამ გუნდის აღზრდილი ვარ. შემდეგ მოხდა ისე, რომ ბარსელონას დატოვება მომიწია, მაგრამ საბოლოოდ ისევ აქ მოვხვდი და ამის გამო […]

ერნესტო ვალვერდე ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ერნესტო ვალვერდე ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოზეფ ბარტომეუმ ერნესტო ვალვერდე შეაქო და თქვა, რომ მასთან სეზონის ბოლოს ბარსელონა ახალ კონტრაქტს გააფორმებს.  ბარტომეუს თქმით ვალვერდე თავის მოვალეობას ძალიან კარგად ასრულებს: ”ერნესტოს მუშაობით კმაყოფილი ვარ და მომავალ სეზონში ის აუცილებლად დარჩება ბარსელონაში. ჩვენ მასთან ახალ კონტრაქტს გავაფორმებთ. იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება”–განაცხადა ბარტომეუმ. ამჟამად ბარსელონა ესპანეთის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს […]

ჟოზე მოურინიო კომენტატორი გახდა

ჟოზე მოურინიო კომენტატორი გახდა

ჟოზე მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ უსაქმოდ დიდხანს არ დარჩენილა. მოურინიომ კონტრაქტი გააფორმა bein sports-თან და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის ერთ თამაშში 67 ათას ევროს გამოიმუშავებს. აღსანიშნავია ისიც რომ ჟოზე მანჩესტერ იუნაიტედის თამაშებს არ წაიყვანს, რადგან ამ გუნდთან მან შეთანხმებას მიაღწია. გარდა ამისა, მოურინიო საფეხბურთო ექსპერტიც იქნება. შეაგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მანჩესტერ იუნაიტედიდან 18 დეკემბერს […]

ზურაბ დათუნაშვილი – ”ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში ორჯერ ჩამარტყა რკინის ბლაგვი საგანი”

ზურაბ დათუნაშვილი - ”ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში ორჯერ ჩამარტყა რკინის ბლაგვი საგანი”

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს. მოჭიდავე მოუწოდებს ყველას, დადგნენ ერთად და მოითხოვონ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დატოვოს თანამდებობა. „ჭიდაობის გულშემატკივარმა გაიგო იმ სამწუხარო ფაქტის შესახებ, რაც საქართველოს ჩემპიონატზე 11 იანვარს მოხდა და რომელსაც ჰყავს უამრავი თვითმხილველი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, ჩემსა და ჩემ უახლოეს მეგობარ, რობერტ კობლიაშვილს შორის მიმდინარე […]

ბასილაშვილმა ავსტრალიაში მეორე მატჩიც მოიგო

ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელი სტეფანო ტრავალია დაძაბულ, 5-სეტიან ბრძოლაში 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 დაამარცხა. ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე მსოფლიოს მე-15 ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი იქნება.

ჰარი კეინი ერთ თვეს გამოტოვებს

ჰარი კეინი ერთ თვეს გამოტოვებს

ტოტენჰემის ფორვარდი ჰარი კეინი დაახლოებით ერთი თვის მანძილზე ვერ შეძლებს თავისი გუნდის დახმარებას. კეინმა ტრავმა მანჩესტერ იუნაიტედთან თამაშის დროს მიიღო და მას სავარაუდოდ კიდევ დასჭირდება გამოკვლევების ჩატარება. ტოტენჰემისთვის კეინის ტრავმა დიდი დარტყმაა, რადგან მის გარეშე ამ გუნდის შეტევა გაცილებით სუსტია, ვიდრე მასთან ერთად. გარდა ამისა, ტოტენჰემს ჰიონ მენ სონიც გამოაკლდება, რომელიც აზიის თასზე გაემგზავრა.