უსმან დემბელე ორ კვირას იუქმებს

ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა უსმან დემბელემ ლეგანესთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ დემბელეს კოჭის მცირე ტრავმა აქვს და სავარაუდოდ მას 15 დღე მოუწევს უქმად ყოფნა.

დემბელემ ლეგანესთან კარგი შეხვედრა ჩაატარა და გოლის გატანაც შეძლო. ბოლო პერიოდში ის მშვენიერ ფორმაშია და მისი ტრავმა ბარსელონასთვის დიდი დანაკლისი იქნება. უსმან დემბელეს წლევანდელ სეზონში უკვე 12 გატანილი გოლი დაუგროვდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი