მადრიდის რეალის ნახევარმცველს ისკო ალკორკონს ბევრ სხვადასხვა გუნდს უკავშირებენ და მათ შორის იუვენტუსის სახელმაც გაიჟღერა. ისკოს არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს რეალის მთავარ მწვრთნელთან სანტიაგო სოლარისთან, ამიტომ ზამთარში ის სავარაუდოდ რეალს დატოვებს. მის მიმართ აქტიურ დაინტერესებას გამოხატავდა მანჩესტერ სიტი, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ ტრანსფერზე საუბარი აღარ მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ისკოს რეალიდან წასვლაზე გასულ სეზონშიც იყო […]
კატეგორია: სპორტი
აარონ რემზი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს
ლონდონის არსენალის ნახევარმცველი აარონ რემზი დიდი ალბათობით ზამთარში იუვენტუსის ფეხბურთელი გახდება. რემზის ზაფხულში არსენალთან კონტრაქტი ეწურება და ლონდონელები მის გაყიდვას იქამდე ეცდებიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უელსელ ფეხბურთელს იუვენტუსში წლიური ხელფასი 10 მილიონი ევრო ექნება, რაც ყველაზე მაღალი ციფრია, რონალდუს ხელფასის შემდეგ. ჯერჯერობით თვითონ რემზის ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მის იუვენტუსში ტრანსფერზე ადრეც იყო […]
იურგენ კლოპი: ”ზამთარში ფეხბურთელების ყიდვას არ ვაპირებთ”
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ისაუბრა და თქვა რომ ლივერპული არ არის დაინტერესებული რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელით, თუმცა შესაძლოა ასეთი მოთამაშე გამოჩნდეს. კლოპის აზრით ლივერპული ბოლომდე არის დაკომპლექტებული: ”არ ვფიქრობ რომ ზამთარში ვიაქტიურებთ, რადგან რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელს არ ვაკვირდებით. შესაძლოა ასეთი გამოჩნდეს, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ ლივერპულის შემადგენლობით და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ”–განაცხადა […]
ჯანო ანანიძეს მოსკოვის “სპარტაკიდან” უშვებენ
ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს მოსკოვის “სპარტაკის” დატოვება მოუწევს. “სპარტაკმა” ოთხ ფეხბურთელს და მათ აგენტებს უწყება გაუგზავნა, რათა უახლოეს სატრანსფერო ფანჯრისას ახალი გუნდის ძიება დაიწყონ. ადრესატები – ბოკეტი, სამედოვი, პოპოვი და ანანიძე”, – წერს Sport Inside. ჯანოს “სპარტაკთან” კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და მას ცალმხრივად მხოლოდ კომპენსაციის გადახდის შემთხვევაში თუ გაუწყვეტენ. ხელშეკრულების დარჩენილი ვადის […]
სამუელ უმტიტი თითქმის ბოლომდე გამოჯანმრთელდა
ბარსელონას ფრანგი მცველი სამუელ უმტიტი თითქმის ბოლომდე გამოჯანმრთელდა და შესაძლოა ის ერთ კვირაში მოედანზე ვიხილოთ. უმტიტიმ ტრავმა სეზონის დასაწყისში მიიღო, ხოლო ერთი თვის წინ კი მას ეს ტრავმა გაუმიზეზდა, ამიტომ მას საკმაოდ ბევრი თამაშის გამოტოვება მოუწია. უმტიტის დაბრუნება ბარსელონასთვის მნიშვნელოვანია, რადგან ფრანგი მცველი კატალონიური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. უმტიტი ბარსელონაში 2016 წელს გადავიდა, მანამდე კი […]
მოურინიომ პირველი კომენტარი გააკეთა
მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ ჟოზე მოურინიომ პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა რომ ის ამაყობს რომ მანჩესტერ იუნაიტედის ნაწილი იყო და ძალიან კარგ ადამიანებთან უწევდა მუშაობა: ”მანჩესტერ იუნაიტედი დიდი გუნდია და ამ გუნდში 2 წელიწადზე მეტი გავატარე, რითიც ძალიან ამაყი ვარ, თუმცა შეიძლებოდა რომ უფრო მეტიც გამეკეთებინა. არავიზე ცუდის თქმა არ მინდა, ამიტომ სხვა კომენტარს არ […]
მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი სეზონის ბოლომდე ოლე-გუნარ სოლსკიაერი იქნება
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად ოლე გუნარ სოლსკიაერი დაინიშნა, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. სოლსკიაერი მანჩესტერის ფეხბურთელი იყო და ამ გუნდში მან 100-ზე მეტი გოლი გაიტანა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი იყო, რომელმაც იუნაიტედს გამარჯვება მოუტანა. სოლსკიაერი 45 წლის არის და ის 3 წლის მანძილზე ნორვეგიული მოლდეს მთავარი მწვრთნელი იყო. მას […]
ბელარუსი მეკარე ავტოავარიაში დაიღუპა
ბელორუსიის ვიტებსკის მეკარე ანდრეი შჩერბაკოვი ავტოავარიას ემსხვერპლა. მასთან ერთად მის ცოლ-შვილიც დაიღუპა. შემთხვევა 17 დეკემბერს, ღამის საათებში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ავარიის მიზეზი. შჩერბაკოვი თავის დროზე ბატეშიც ირიცხებოდა, მაგრამ იქ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და გუნდი დატოვა. თავის დროზე შჩერბაკოვი ბელორუსიის ნაკრებშიც იყო და ეროვნული გუნდის მაისურით მას რამდენიმე შეხვედრა აქვს ჩატარებული.
მანჩესტერ იუნაიტედმა ჟოზე მოურინიო გაუშვა
მანჩესტერ იუნაიტედმა პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლა. წლევანდელი სეზონი მანჩესტერისთვის ცუდად მიმდინარეობს და გუნდი მხოლოდ მე-6 ადგილზეა. ბოლო წვეთი ლივერპულთან მარცხი აღმოჩნდა, შეხვედრაში სადაც ლივერპული უდიდეს უპირატესობას ფლობდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაიბარებს მანჩესტერს, თუმცა ერთ-ერთ კანდიდატად ზინედინ ზიდანიც სახელდება. გაიჟღერა მოურისიო პოჩეტინოს სახელმაც, მაგრამ პოჩეტინომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ის ტოტენჰემიდან […]
მანჩესტერ სიტი ისკოში 100 მილიონს იხდის
მანჩესტერ სიტი დიდიხანია დაინტერესებულია რეალის ნახევარმცველის ისკოს შეძენით და მანჩესტერელები მზად არიან ამ ტრანსფერში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ. ისკოს ბოლო პერიოდში რეალში საქმეები კარგად არ მისდის და სავარაუდოდ მას სოლარისთან კონფლიქტიც აქვს, რის გამოც ის ხშირად არის სათადარიგოთა სკამზე. სიტის მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას ისკოს შეძენის დიდი სურვილი აქვს, ამიტომ შესაძლოა ეს ტრანსფერი იანვარში განხორციელდეს. რეალის […]










