სამუელ უმტიტი თითქმის ბოლომდე გამოჯანმრთელდა

სამუელ უმტიტი თითქმის ბოლომდე გამოჯანმრთელდაბარსელონას ფრანგი მცველი სამუელ უმტიტი თითქმის ბოლომდე გამოჯანმრთელდა და შესაძლოა ის ერთ კვირაში მოედანზე ვიხილოთ. უმტიტიმ ტრავმა სეზონის დასაწყისში მიიღო, ხოლო ერთი თვის წინ კი მას ეს ტრავმა გაუმიზეზდა, ამიტომ მას საკმაოდ ბევრი თამაშის გამოტოვება მოუწია.

უმტიტის დაბრუნება ბარსელონასთვის მნიშვნელოვანია, რადგან ფრანგი მცველი კატალონიური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. უმტიტი ბარსელონაში 2016 წელს გადავიდა, მანამდე კი ის ლიონის ღირსებას იცავდა.