კატეგორია: სპორტი

ნეიმარი ლივერპულთან ითამაშებს

ნეიმარი ლივერპულთან ითამაშებს

პსჟ-ს ლიდერი ნეიმარი ლივერპულის წინააღმდეგ შეძლებს თამაშს. ნეიმარს მცირე ტრავმა აწუხებს, რომელიც მან კამერუნთან შეხვედრის დროს მიიღო, თუმცა ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მზად არის სათამაშოდ. აღსანიშნავია ისიც რომ პსჟ-ს კიდევ ერთ ლიდერ კილიან მბაპეს ასევე მცირე ტრავმა აქვთ, თუმცა ლივერპულთან ისიც უნდა იყოს მოედანზე. ეს შეხვედრა პსჟ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წაგების შემთხვევაში ისინი […]

ლაშა შავდათუაშვილი – ”ოსაკაში ჩხუბი არ ყოფილა”

ლაშა შავდათუაშვილი - ”ოსაკაში ჩხუბი არ ყოფილა”

ქართველი ძიუდოისტის ლაშა შავდათუაშვილის განცხადებით, ოსაკაში მომხდარი დაპირისპირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ სპორტსმენმა „ფეისბუქში“ დაწერა. „მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ დეზინფორმაციას ჩხუბთან დაკავშირებით და ვთქვა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ოსაკას გრანდ სლემზე ასპარეზობა ვერ მივიღე ტრავმის გართულების თავიდან ასაცილებლად”, – წერია განცხადებაში. ინტერპრესნიუსი

სუარესი ორი კვირა იუქმებს

სუარესი ორი კვირა იუქმებს

ბარსელონას ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი ორი კვირის მანძილზე იუქმებს და ეს ბარსელონასთვის დიდი დანაკლისია, რადგან ამ ხნის მანძილზე კატალონიელები 4 შეხვედრას ჩაატარებენ. სუარესმა ტრავმა ატლეტიკოსთან შეხვედრის დროს მიიღო, თუმცა მან მატჩის ბოლომდე ითამაშა და შესაძლოა ტრავმა გაიმიზეზა. სუარესის არყოფნის გამო, შესაძლოა ბრაზილიელ მალკოლმს მიეცეს მეტი შანსი, რომელიც იშვიათად გამოდის მოედანზე.

ხელჩართული ჩხუბი ქართველ ძიუდოისტებს შორის იაპონიაში – გავრცელებული ინფორმაციით, მძიმედ ნაცემია ლაშა შავდათუაშვილი

ხელჩართული ჩხუბი ქართველ ძიუდოისტებს შორის იაპონიაში - გავრცელებული ინფორმაციით, მძიმედ ნაცემია ლაშა შავდათუაშვილი

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრები ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ოსაკადან თბილისში დაგეგმილზე ადრე დაბრუნდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ნაკრების წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირება იყო. როგორც სხვადასხვა ფეისბუკგვერდზე წერენ შავდათუაშვილსა და მარგველაშვილს ნაკრების დანარჩენი წევრები დაუპირისპირდნენ. მიზეზი კი ბოლო პერიოდში ძიუდოს ფედერაციაში განვითარებული მოვლენები გახდა, როგორც ცნობილია ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღდეგ გამართულ ძიუდოისტების საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან შავდათუაშვილი […]

ნიკო კოვაჩს ბენფიკასთან წაგების შემთხვევაში ბაიერნიდან გაუშვებენ

ნიკო კოვაჩს ბენფიკასთან წაგების შემთხვევაში ბაიერნიდან გაუშვებენ

ბაიერნი წლევანდელ სეზონში ძალიან ცუდად თამაშობს და გუნდი გერმანიის ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა. ბუნებრივია ამის გამო ბაიერნის ხელმძღვანელობას პრეტენზია ნიკო კოვაჩთან აქვს და შესაძლოა მალე მან თანამდებობა დატოვოს. ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ბაიერნი საკუთარ მოედანზე ბენფიკას ეთამაშება და თუ მიუნხენელები დამარცხდნენ, მაშინ კოვაჩს გაანთავისუფლებენ. უკვე კოვაჩის შემცველელებზეც დაიწყო საუბარი და არსენ ვენგერის სახელმაც გაიჟღერა, რომელიც სამწვრთნელო […]

ისკომ შეიძლება მადრიდის რეალი დატოვოს

ისკომ შეიძლება მადრიდის რეალი დატოვოს

მადრიდის რეალის ნახევარმცველი ისკო ბოლო პერიოდში გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და ამის გამო მან შესაძლოა რეალი დატოვოს. ისკოს ყიდვა ბევრ კლუბს სურდა, მაგრამ ადრე ესპანელი ფეხბურთელი ყველა კლუბს უარით ისტუმრებდა, ახლა კი შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად მოხდეს. ისკოს შეძენით მანჩესტერ სიტიც არის დაინტერესებული და ხოსეპ გვარდიოლას ძალიან უნდა რომ ისკო თავის გუნდში იხილოს. რეალს ამ […]

იურგენ კლოპი: ”ლივერპული სეზონს კარგად ატარებს”

იურგენ კლოპი: ”ლივერპული სეზონს კარგად ატარებს”

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ მისი გუნდი სეზონს კარგად ატარებს, მაგრამ აუცილებელია რომ ლივერპულმა ეს ფორმა შეინარჩუნოს. კლოპის აზრით ინგლისის ჩემპიონატის მოგება რეალურია: ”ჯერჯერობით სეზონი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყიდია ბევრი რამ წინ არის და კარგი ფორმა უნდა შევინარჩუნოთ. თუ ასე გავაგრძელეთ, მაშინ ყველაფრის მოგება შეგვიძლია”–განაცხადა კლოპმა. ლივერპული […]

ბენზემა: ”რონალდოს წასვლის შემდეგ ლიდერი უნდა გავხდე”

ბენზემა: ”რონალდოს წასვლის შემდეგ ლიდერი უნდა გავხდე”

მადრიდის რეალის ფრანგმა ფორვარდმა კარიმ ბენზემამ განაცხადა რომ მას შემდეგ რაც გუნდიდან რონალდო წავიდა, რეალს ახალი ლიდერი სჭირდება.  ბენზემას თქმით მას შეუძლია ლიდერობა იტვირთოს, მაგრამ ის პირველ რიგში გუნდური მოთამაშეა: ”რეალში ყოველთვის იყვნენ ლიდერები და კრიშტიანოს წასვლის შემდეგ შესაძლოა მე გავხდე გუნდის ლიდერი, თუმცა ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. ჩემთვის მთავარია რომ გუნდმა გამარჯვებებს […]

რონალდინიოს პროკურატურამ სამი მანქანა ჩამოართვა

რონალდინიოს პროკურატურამ სამი მანქანა ჩამოართვა

რონალდინიოს პრობლემები ბრაზილიაში გრძელდება. პროკურატურამ ბრაზილიელ ლეგენდას მისი კუთვნილი სამი ავტომობილი ჩამოართვა, რადგან რონალდინიომ თავის დროზე მისთვის დაკისრებული 2 მილიონი არ გადაიხადა. ამის გამო მას ბრაზილიის პასპორტიც ჩამოართვეს და ახლა უკვე მის ქონებაზეც გადავიდნენ. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ გაგრძელდება ეს ამბავი და თვითონ რონალდინიო კომენტარს არ აკეთებს. დაახლოებით ერთი თვის წინ რონალდინიომ განაცხადა რომ მას […]

ბარსელონა ნეიმარის დაბრუნებას არ გამორიცხავს

ბარსელონა ნეიმარის დაბრუნებას არ გამორიცხავს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნეიმარს ბარსელონაში სურს დაბრუნება და მას პსჟ უკვე მობეზრდა. მსგავსი ინფორმაცია უკვე დიდიხანია ვრცელდება, თუმცა აქამდე ბარსელონა ამ ყველაფერს უარყოფდა. ამჯერად კი თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, ბარსელონა მზად არის ნეიმარის დაბრუნებაზე იფიქროს და ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს თუ ბრაზილიელი ფეხბურთელი ოფიციალურად იტყვის რომ კატალონიურ გუნდში ისევ სურს თამაში. ნეიმარი პსჟ-ს 2017 წლის […]