ბენზემა: ”რონალდოს წასვლის შემდეგ ლიდერი უნდა გავხდე”

ბენზემა: ”რონალდოს წასვლის შემდეგ ლიდერი უნდა გავხდე”მადრიდის რეალის ფრანგმა ფორვარდმა კარიმ ბენზემამ განაცხადა რომ მას შემდეგ რაც გუნდიდან რონალდო წავიდა, რეალს ახალი ლიდერი სჭირდება.  ბენზემას თქმით მას შეუძლია ლიდერობა იტვირთოს, მაგრამ ის პირველ რიგში გუნდური მოთამაშეა:

”რეალში ყოველთვის იყვნენ ლიდერები და კრიშტიანოს წასვლის შემდეგ შესაძლოა მე გავხდე გუნდის ლიდერი, თუმცა ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. ჩემთვის მთავარია რომ გუნდმა გამარჯვებებს მიაღწიოს და ტიტულები მოიგოს”–განაცხადა კარიმ ბენზემამ.