ინტერის არგენტინელ ფორვარდს მაურო იკარდის ამ გუნდიდან წასვლა არ სურს, მიუხედავად იმისა რომ მას მადრიდის რეალი ეპატიჟება. იკარდიმ განაცხადა რომ ინტერში ის ბედნიერია და არა აქვს სურვილი რომ სხვა გუნდში სცადოს ბედი: ”ინტერმა ყველაფერი მომცა და ამ გუნდის მადლიერი ვარ, რადგან ინტერი დღემდე ყოველთვის ჩემს გვერდით არის და მეხმარება რომ უკეთესი ფეხბურთელი გავხდე”–განაცხადა იკარდიმ. საუბარი […]
კატეგორია: სპორტი
გონსალო იგუაინი: ”იუვენტუსმა გამომაგდო”
არგენტინის ნაკრების და მილანის ფორვარდმა გონსალო იგუაინმა მის ყოფილ გუნდზე ისაუბრა და თქვა რომ იუვენტუსმა ის უბრალოდ მოიშორა. იგუაინის თქმით მას შემდეგ რაც გუნდში კრიშტიანო რონალდო მივიდა, მას პირდაპირ უთხრეს რომ ის იუვენტუსში ვეღარ ითამაშებდა: ”იუვენტუსზე გაბრაზებული არ ვარ, უბრალოდ მინდა რომ ყველამ იცოდეს სიმართლე. მე არ მინდოდა იუვედან წასვლა, მაგრამ რონალდოს მოსვლის შემდეგ იძულებული […]
რეალი ანტონიო კონტეს კანდიდატურას განიხილავს
მადრიდის რეალში ხულიან ლოპეტეგის მუშაობით უკმაყოფილოები არიან და შესაძლოა მალე ის დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლონ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ რეალი 28 ოქტომბერს ბარსელონასთან წააგებს. ლოპეტეგის ადგილზე რეალი რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს და ესპანურ პრესაში ანტონიო კონტეს სახელმაც გაიჟღერა, რომელიც ჩელსიდან წამოსვლის შემდეგ ჯერჯერობით არცერთ გუნდში არ მუშაობს. კონტემ განაცხადა რომ მას ფეხბურთისგან დასვენება სურს, თუმცა რეალს ის […]
ვლადიმერ ვაისი: ”ეს გამარჯვება დავიმსახურეთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ლატვიასთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა რომ მისმა გუნდმა ეს წარმატება დაიმსახურა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გასაკეთებელი: ”ეს წარმატება ყველა ჩვენმა ფეხბურთელმა და გულშემატკივარმა დაიმსახურა. ბოლო რამდენიმე თამაში ძალიან კარგად ჩავატარეთ და შედეგიც სახეზეა. ახლა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და მომავალი შეხვედრებისთვის მოვემზადოთ”–განაცხადა ვლადიმერ ვაისმა. საქართველოს ნაკრებმა თავის […]
ბეილმა ისევ ტრავმა მიიღო
მადრიდის რეალის უელსელმა ფორვარდმა გარეტ ბეილმა ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და შესაძლოა მან ერთი თვე ვერ შეძლოს მოედანზე გასვლა. თავიდან მისი ტრავმა სერიოზული არ ჩანდა, მაგრამ გამოკვლევებმა ცხადყვეს რომ ბეილს მკურნალობა ესაჭიროება. უელსელი ფეხბურთელი ბოლო წლებში საკმაოდ ხშირად იღებს ტრავმებს და ამ მიზეზით მან ბევრი შეხვედრა გამოტოვა. ბეილის არყოფნა რეალისთვის დიდი დანაკლისია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ […]
საქართველომ რიგაში ლატვიას მოუგო და ერთა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა
რამდენიმე წუთის წინ რიგაში დასრულდა ერთა ლიგის მე-4 ტურის მატჩი ლატვიისა და საქართველოს გუნდებს შორის. ამავე ჯგუფის მეორე მატჩი უფრო ადრე გაიმართა. ყაზახეთმა შინ ანდორას 4:0 მოუგო და 5 ქულა დააგროვა. საქართველოს მატჩის წინ 9 ქულა ჰქონდა და ლატვიაში გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს ინაღდებდა. შეხვედრა სტუმრების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით დასრულდა – 3:0. […]
სადიო მანემ ხელის თითი მოიტეხა
ლივერეპულის და სენეგალის ნაკრების ფორვარდმა სადიო მანემ ხელის თითი მოიტეხა და მან შესაძლოა რამდენიმე შეხვედრა გამოტოვოს. მანე სენეგალის ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მან ეს ტრავმა მიიღო. ამჟამად სადიო უკვე ლივერპულშია და მას გუნდის ექიმები მკურნალობენ. მანე ლივერპულის ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელია, ამიტომ მისი ტრავმა გუნდისთვის ძალიან საზიანო იქნება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სალაჰსაც მცირე ტრავმა […]
უსეინ ბოლტს ევროპული გუნდები ეპატიჟებიან
ცნობილი იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი, რომელიც სპრინტერის კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი გახდა, შესაძლოა რომელიმე ევროპულ გუნდში ვიხილოთ. ამჟამად ბოლტი ავსტრალიის ნახევრად სამოყვარულო ლიგაში თამაშობს, მაგრამ მისი აგენტის თქმით, ბოლტს ცნობილი ევროპული გუნდისგან აქვს შეთავაზება და ზამთარში ყოფილი სპრინტერი ამ გუნდში გადავა სათამაშოდ. თვითონ ბოლტს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ადრე, ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ […]
მოდრიჩს რეალიდან წასვლა სურს
რეალის ხორვატ ნახევარმცველს ლუკა მოდრიჩს რეალიდან წასვლა სურს, რადგან ის უკმაყოფილოა ხულიან ლოპეტეგის მუშაობით. მოდრიჩს ინტერი იწვევს და მილანელები ზაფხულშიც მზად იყვნენ რომ მოდრიჩი ეყიდათ, მაგრამ მაშინ ლუკა რეალმა არ გაუშვა. შესაძლოა ეს ტრანსფერი ზამთარში განხორციელდეს, თუმცა რეალი ძალიან დიდ თანხას ითხოვს. მოდრიჩის აგენტმა ასევე დაადასტურა რომ მისი კლიენტი შესაძლოა ზამთარში ახალ გუნდში გადავიდეს. მოდრიჩი […]
დე ხეას ყიდვა პსჟ-საც მოუნდა
მანჩესტერ იუნაიტედის მეკარეზე, დავიდ დე ხეაზე ნამდვილი ომია გაჩაღებული და მისი ყიდვა რამდენიმე გრანდს სურს. აქამდე მხოლოდ რეალი და ბაიერნი სახელდებოდნენ, ახლა კი მათ რიცხვს პსჟ-ც შეუერთდა. პსჟ მზად არის მანჩესტერ იუნაიტედს სოლიდური თანხა შესთავაზოს, თუმცა იუნაიტედი აქამდე დე ხეას არ უშვებდა, მაგრამ ესპანელმა მეკარემ ახალ კონტრაქტზე უარი თქვა, ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დე ხეამ […]










