მოდრიჩს რეალიდან წასვლა სურს

მოდრიჩს რეალიდან წასვლა სურსრეალის ხორვატ ნახევარმცველს ლუკა მოდრიჩს რეალიდან წასვლა სურს, რადგან ის უკმაყოფილოა ხულიან ლოპეტეგის მუშაობით. მოდრიჩს ინტერი იწვევს და მილანელები ზაფხულშიც მზად იყვნენ რომ მოდრიჩი ეყიდათ, მაგრამ მაშინ ლუკა რეალმა არ გაუშვა. შესაძლოა ეს ტრანსფერი ზამთარში განხორციელდეს, თუმცა რეალი ძალიან დიდ თანხას ითხოვს.
მოდრიჩის აგენტმა ასევე დაადასტურა რომ მისი კლიენტი შესაძლოა ზამთარში ახალ გუნდში გადავიდეს. მოდრიჩი რეალის ღირსებას 2012 წლიდან იცავს, მანამდე კი ის ტოტენჰემში ირჯებოდა.