კატეგორია: სპორტი

პოლ პოგბამ მოურინიო ისევ გააკრიტიკა

პოლ პოგბამ მოურინიო ისევ გააკრიტიკა

მანჩესტერ იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე ვულვერჰემპტონის დამარცხება ვერ მოახერხა და ამ მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიოს კრიტიკოსები ისევ ალაპარაკდნენ. მოურინიო პოლ პოგბამაც გააკრიტიკა, რომლის აზრით მანჩესტერი საკუთარ მოედანზე ზედმეტად ფრთხილად თამაშობს: ”ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ, რადგან საკუთარ მოედანზე პირველ რიგში უნდა ვუტევდეთ, ჩვენ კი დაცვაზე ვფიქრობთ. ასე თუ გაგრძელდა, მომავალშიც ხშირად დავკარგავთ ქულებს და ჩემპიონობაზე ფიქრი […]

ლაშა ტალახაძემ თბილისში 2 მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ლაშა ტალახაძემ თბილისში 2 მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. თბილისში მიმდინარე საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატზე ტალახაძემ აკვრაში 264 კგ. ასწია რაც მსოფლიო რეკორდია. ამასთან, ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა ორჭიდშიც. კერძოდ, ქართველმა ძალოსანმა ორჭიდში ჯამში 478 კგ. ასწია და მსოფლიოს საუკეთესო შედეგის მქონე ძალოსანი გახდა. ლაშა ტალახაძემ თბილისში მიმდინარე საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატი წარმატებულად ჩაატარა და 105+ კგ. წონით […]

სერხიო აგუერომ სიტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

სერხიო აგუერომ სიტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მანჩესტერ სიტის არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა. აგუერო სიტიში 2011 წელს გადავიდა და მას შემდეგ გუნდთან ერთად სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი. აგუეროს თქმით მისთვის დიდი პატივია მანჩესტერ სიტიში თამაში: ”ამ გუნდში უკვე 7 წელი გავატარე და უამრავი სიხარული მახსოვს ამ წლების მანძილზე. რა თქმა უნდა იყო რთული მომენტებიც, მაგრამ აქ ყოველთვის […]

პაოლო დიბალამ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს

პაოლო დიბალამ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს

პაოლო დიბალამ ზამთარში შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს და სათამაშოდ ესპანეთში გადავიდეს. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება იტალიურ მედიაში. დიბალას წასვლის მიზეზიც აქვს, რადგან რონალდოს გადმოსვლის შემდეგ მან იუვენტუსის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ბოლო შეხვედრებში ის მოედანზეც არ გამოსულა. თუ მომავალშიც ასე გაგრძელდა, მაშინ დიბალა ბუნებრივია ამას არ შეეგუება და სავარაუდოდ იუვენტუსს დატოვებს. დიბალას ყიდვა საკმაოდ ბევრ გუნდს […]

კრიშტიანო რონალდო: ”გაძევებას არ ვიმსახურებდი”

კრიშტიანო რონალდო: ”გაძევებას არ ვიმსახურებდი”

ვალენსიასთან შეხვედრაში კრიშტიანო რონალდო პირველ ტაიმში მოედნიდან გააძევეს. ამ ეპიზოდმა ბევრი კამათი გამოიწვია, რადგან ბევრის აზრით რონალდო გაძევებას არ იმსახურებდა ასე ფიქრობს თვითონ ფეხბურთელიც: ”ჩემთვის გაუგებარია რატომ გამაძევა მსაჯმა, რადგან იმ მომენტში არაფერი დამიშავებია. ძალიან გავბრაზდი და ემოციები ვერ მოვთოკე. მსაჯები ასეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდნენ”–განაცხადა კრიშტიანო რონალდომ. რონალდოს გაძევების მიუხედავად იუვენტუსმა ვალენსია მაინც დაამარცხა […]

ვან დეიკი:”ლივერპულს დიდი პოტენციალი აქვს”

ვან დეიკი:”ლივერპულს დიდი პოტენციალი აქვს”

ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა თავის გუნდზე ისაუბრა და თქვა რომ ლივერპულს დიდი პოტენციალი აქვს და ყველა ტურნირის მოგება შეუძლია. ვან დეიკის თქმით ლივერპული ყველა შეხვედრაში მხოლოდ მოსაგებად გადის მინდორზე და მათ სხვა მიზანი არა აქვთ: ”ჩვენ გვინდა რომ ყველა თამაშში მივაღწიოთ წარმატებას და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ლივერპულს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს და ეს ფორმა […]

ტომას ტუჰელი: ”მარცხი არ დაგვიმსახურებია”

ტომას ტუჰელი: ”მარცხი არ დაგვიმსახურებია”

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუჰელმა განაცხადა რომ მის გუნდს ლივერპულთან მარცხი არ დაუმსახურებია და მათ უბრალოდ არ გაუმართლათ. ტუჰელის აზრით შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო: ”პირველ ტაიმში ორი გოლი არ უნდა გაგვეშვა, რადგან თამაში თანაბარი იყო. მეორე ტაიმში ლივერპულმა გვაჯობა, მაგრამ მაინც ვთვლი რომ შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო. ვფიქრობ, ნეიმარს და მბაპეს უკეთ შეუძლიათ თამაში”–განაცხადა ტომას […]

ერნესტო ვალვერდე: ”მესის მოედანზე ყველაფერი შეუძლია”

ერნესტო ვალვერდე: ”მესის მოედანზე ყველაფერი შეუძლია”

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა რომ მესისთვის სამი გოლის გატანა ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს უკვე აღარავის უკვირს. ვალვერდეს აზრით მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია: ”პსვ-მ პირველი ტაიმი კარგად ითამაშა და მათ ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწიეს, თუმცა მეორე ტაიმში მესიმ საოცრებები აკეთა. მისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია და ეს არავის უკვირს. ლეომ ყველა მიაჩვია თავის საოცარ თამაშს”–განაცხადა ერნესტო […]

პაულო დიბალამ ტრავმა მიიღო

პაულო დიბალამ ტრავმა მიიღო

იუვენტუსის ერთ-ერთმა ლიდერმა პაულო დიბალამ სასუოლოსთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მან შესაძლოა ერთი კვირა დაისვენოს. დიბალას მცირე დაზიანება აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა შესაძლოა მან ვალენსიასთან შეხვედრა გამოტოვოს, რემელიც 19 სექტემბერს გაიმართება. სამაგიეროდ აუცილებლად ითამაშებს კრიშტიანო რონალდო, რომელიც ესპანეთში ბრუნდება და წარსულში მესტალიზე მას არაერთი გოლი აქვს გატანილი ვალენსიას კარში.

დანი ალვეში: ”რონალდოს წასვლა რეალზე არ იმოქმედებს”

დანი ალვეში: ”რონალდოს წასვლა რეალზე არ იმოქმედებს”

პსჟ-ს მცველმა დანი ალვეშმა კრიშტიანო რონალდუს იუვენტუსში ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა რომ ეს ტრანსფერი რეალს არ დაასუსტებს და ამ გუნდში ბევრი სხვა ძლიერი ფეხბურთელია, რომლებიც რონალდოს წასვლის შემდეგ კიდევ უფრო შეთამაშდებიან ერთმანეთთან: ”არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რეალი რონალდოზე დამოკიდებული იყო, ხოლო ახლა კი სხვაგვარად იქნება და რეალი მეტად გუნდური გახდება. რა თქმა უნდა რონალდო დიდი […]