პოლ პოგბამ მოურინიო ისევ გააკრიტიკა

მანჩესტერ იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე ვულვერჰემპტონის დამარცხება ვერ მოახერხა და ამ მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიოს კრიტიკოსები ისევ ალაპარაკდნენ. მოურინიო პოლ პოგბამაც გააკრიტიკა, რომლის აზრით მანჩესტერი საკუთარ მოედანზე ზედმეტად ფრთხილად თამაშობს:
”ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ, რადგან საკუთარ მოედანზე პირველ რიგში უნდა ვუტევდეთ, ჩვენ კი დაცვაზე ვფიქრობთ. ასე თუ გაგრძელდა, მომავალშიც ხშირად დავკარგავთ ქულებს და ჩემპიონობაზე ფიქრი ზედმეტი იქნება”–განაცხადა პოგბამ.