ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე სექტემბრის მიმდინარე სუპერტურნირზე წარუმატებელ ასპარეზობას განაგრძობს. აკი ბაშოს მე-9 დღეს ოძეკის წოდების მქონე ტოჩინოშინი იოკოზუნა კისენოსატოსთან დამარცხდა. ტოჩინოშინი სახელოვან მეტოქეს კარგად დაუდგა, დიდხანს ეჭიდავა, თუმცა მაინც დამარცხდა და ურთიერთშეხვედრებში მას და კისენოსატოს შორის ანგარიში 9:17 გახდა. ლევან გორგაძეს მიმდინარე აკი ბაშოს ბალანსი 5:4 გაუხდა, არადა წოდების შესანარჩუნებლად მას […]
კატეგორია: სპორტი
დუგლას კოშტა: ”ჩემი საქციელი ამაზრზენი იყო”
ტურინის იუვენტუსის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დუგლას კოშტამ სასუოლოსთან მატჩში მეტოქე გუნდის მოთამაშეს სახეში შეაფურთხა რის შემდეგაც ის მოედნიდან გააძევეს. მატჩის შემდეგ კოშტამ განაცხადა რომ მისი საქციელი არ იყო გამართლებული და მან დიდი შეცდომა დაუშვა: ”მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო, რადგან ჩემი საქციელი ამაზრზენი იყო და გამართლება არა აქვს. პირობას ვდებ რომ მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდება”–განაცხადა დუგლას […]
უგო ლიორისს შესაძლოა კაპიტნის სამკლაური ჩამოართვან
ტოტენჰემის მეკარეს უგო ლიორისს შესაძლოა კაპიტნის სამკლაური ჩამოართვან, რადგან რამდენიმე კვირის წინ ის საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში დააფიქსირეს. ამის გამო ფრანგმა მეკარემ უკვე გადაიხადა საკმაოდ სოლიდური ჯარიმა, მაგრამ ტოტენჰემი შესაძლოა ამას არ დაჯერდეს და ლიორისს კაპიტნობაც ჩამოართვას. ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და ტოტენჰემის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.
საქართველომ საბერძნეთთან უპირატესობა მთლიანად გაანიავა და წააგო
საქართველოს საკალთბურთო ნაკრებისა და საბერძნეთის შეხვედრა დასრულდა. ქართველი კათლათბურთელებმა მთლიანად გაანიავეს 11 ქულიანი უპირატესობა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ ჰქონდათ და 1 ქულით დამარცხდნენ – 85:86. საბერძნეთი ჯგუფის დაუმარცხებელი ლიდერია გერმანიასთან ერთად. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპი 24-მა ნაკრებმა დაძლია, რომლებიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე მუნდიალის 12 საგზურისთვის იბრძვიან.
ქართველმა კალათბურთელებმა საბერძნეთის ნაკრებს პირველი ნახევარი 49:38 მოუგეს
საქართველოს საკალთბურთო ნაკრებისა და საბერძნეთის შეხვედრის პირველი ნახევარი დასრულდა. ქართველები ბერძნებს 11 ქულით, 49:38-ით ამარცხებენ. საბერძნეთი ჯგუფის დაუმარცხებელი ლიდერია გერმანიასთან ერთად. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპი 24-მა ნაკრებმა დაძლია, რომლებიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე მუნდიალის 12 საგზურისთვის იბრძვიან. ჩვენს ჯგუფში კიდევ 2 მატჩი გაიმართება: სერბეთი ესტონეთს უმასპინძლებს, ხოლო ისრაელი გერმანიაში ითამაშებს. 13 სექტემბერს საქართველოს […]
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ისრაელს თელ ავივში მოუგო
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად, ისრაელში ითამაშა. დაპირისპირება ქართველი კალათბურთელების აქტიურობით დაიწყო და პირველი მეოთხედი ჩვენებმა 26-23 მოიგეს, მეორეს დასაწყისში კი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, და როდესაც დიდ შესვენებამდე სამნახევარი წუთი იყო დარჩენილი, ცხრა ქულის უპირატესობით – 42-33 იგებდნენ. პირველი ტაიმი ქართველმა კალათბურთელებმა 12 ქულიანი უპირატესობით – 49-37 მოიგეს. შეხვედრის […]
პაპუნაშვილმა “დეპორტივოს” გოლი გაუტანა – “სარაგოსა” ესპანეთის თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა – ვიდეო
ესპანეთის თასზე საკუთარ მოედანზე “სარაგოსამ” 2:1 დაამარცხა “დეპორტივო” და ამ მატჩში გოლი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა. “სარაგოსას” ახალმა მწვრთნელმა იმანოლ იდიაკესმა თქვა, რომ პაპუნაშვილს სასტარტო შემადგენლობაში დააყენებდა და ასეც მოიქცა. ქართველმა ლეგიონერმა გუნდის თავკაცს იმედები გაუმართლა – მან მე-6 წუთზე ანგარიში შორიდან ლამაზი დარტყმით გახსნა, შესვენების შემდეგ მისმა თანაგუნდელმა ჟორჟე პომბიომ მეორე გოლი […]
ყაზახეთმა ანდორას ვერ მოუგო – საქართველო ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობს
ერთა ლიგაზე D დივიზიონის პირველ ჯგუფში, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამოდის, მეორე ტური დასრულდა. ანდორამ ყაზახეთს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში 68-ე წუთზე ყაზახმა ფეხბურთელმა იური ლოგვინენკომ გახსნა, 86-ე წუთზე კი ანდორელებმა საპასუხო გოლი გაიტანეს. მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები D დივიზიონის პირველ ჯგუფში ექვსი ქულით ლიდერობს. 6 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს 2:0 მოუგო, 9 სექტემბერს კი ლატვია ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შემდეგი […]
საქართველომ ლატვიას მოუგო და ჯგუფის ლიდერი გახდა – ვიდეო
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლატვია მძიმე მატჩში 1:0 დაამარცხა. გილოცავთ! ანდორასთან სახლში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი გააკრიტიკეს, თუმცა აღინიშნა, რომ მას ფეხბურთელთა შერჩევის მხრივ დიდი არჩევანი არ გააჩნია და მაინც სანახევროდ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა “დინამო არენაზე”. ცვლილებები განსაკუთრებით შემტევებს შეეხო. რაც შეეხება “ჯვაროსნებს”, ვლადიმირ ვაისმა […]
პუშკაში, კიარუჯი, ჩაკვეტაძე – ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში შევიდა
უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი გიორგი ჩაკვეტაძის გოლს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი-საქართველოს ერთა ლიგის პირველ შეხვედრაში ტურნირის ისტორიაში პირველი გოლი სწორედ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა. ჩაკვეტაძემ ულამაზესი გოლი 69-ე წუთზე გაიტანა და ჩვენი გუნდი 1:0 დააწინაურა. ამასთან ერთად, იმ ფეხბურთელების ჩამონათვალსაც გვაწვდის, რომლებმაც სხვადასხვა ტურნირში, ჩაკვეტაძის მსგავსად, ასევე პირველი გოლი გაიტანეს. ჩემპიონთა თასი ჟოაუ ბაპტიშტა მარტინში – სპორტინგი-პარტიზანი 3:3, […]










